ლაშა დამენიას აზრით, ნიკა მელიას ევროპარლამენტარების თავდებობით გათავისუფლება საეჭვოა

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ლაშა დამენიას განცხადებით, ნიკა მელიას ევროპარლამენტარების თავდებობით გათავისუფლება საეჭვოა და „ქართული ოცნება ყველაფერს გააკეთებს, რათა ამნისტიის კანონის მიღება მოხდეს.

ამასთან, როგორც დამენიამ ჟურნალისტებს განუცხადა, თავდებობის ფაქტი ადასტურებს, რომ მოლაპარაკების სივრცე ჯერ კიდევ არსებობდა და ოპოზიციურმა პარტიებმა დოკუმენტზე ხელმოწერა იჩქარეს.

„ქართული ოცნების“ ინტერესის შემთხვევაში, პროკურატურას თავად შეუძლია აღკვეთის ღინისძიების შეცვლით შევიდეს და მელია გათავისუფლდეს, თუმცა მისი ინტერესი ეს არ არის. „ქართულ ოცნებას“ უნდა ამნისტიის აქტის მიღება და ოპოზიციური პარტიებიდან ხელმომწერები იძულებულები იქნებიან ამ ამნისტიას ხმა მისცეს იმიტომ, რომ აღებული აქვთ ვალდებულება მიშელის დოკუმენტით ამ პუნქტთან დაკავშირებით. თავდებობის ფაქტი, რომელიც ამ დღეებში გამოიკვეთა, კარგია, თუმცა ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ მოლაპარაკების სივცრე ჯერ კიდევ იყო დარჩენილი და ოპოზიციურმა პარტიებმა ხელმოწერა იჩქარეს, ბევრად უკეთესი შედეგის მიღება შეიძლებოდა. მეეჭვება თავდებობით იქნას მელია გათავისუფლებული, რადგან „ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ საკითხის გამო ამნისტია იქნეს მიღებული“,- განაცხადა დამენიამ.

ცნობისთვის, „ლელოს“ ინფორმაციით, პარტიის ლიდერებმა ევროპარლამენტარებს შესთავაზეს, ევროპელი პარლამენტარები თავდებში დაუდგნენ ნიკა მელიას, რათა დაუყოვნებლივ შეიცვალოს მისი აღკვეთის ღონისძიება და მელია გათავისუფლდეს. მათი განმარტებით, ევროპელი პარლამენტარები მზად არიან, ჩაერთონ ამ ინიციატივაში და თავდებში დაუდგნენ ნიკა მელიას.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს