ლევან იოსელიანი სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში სამუშაო შეხვედრებს განაგრძობს

პარლამენტის ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში სამუშაო შეხვედრებს განაგრძობს.

იოსელიანი დღეს ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის გენერალურ მდივანს ანდრიას კიფერს შეხვდა, რომელსაც ორპარტიულად დაინიცირებული საარჩევნო რეფორმის დეტალები გააცნო.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის ინფორმაციით, მან თავის მხრივ გამოხატა მზადყოფნა, გამოაგზავნოს სადამკვირვებლო მისია საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგისთვის და ასევე მონაწილეობა მიიღოს კანონპროექტის ექსპერტიზაში.

„ყველაფერს გავაკეთებ, რომ მომავალში არჩევნები საქართველოში ჩატარდეს პატიოსნად და სამართლიანად და აღარასდროს დადგეს ეჭვქვეშ ჩვენი მოქალაქეების მიერ გაკეთებული არჩევანის ლეგიტიმურობა“, - აცხადებს ლევან იოსელიანი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა