მიხეილ სარჯველაძე - რატომ სურს ნიკა მელიას ან მის თანამოაზრეებს, რომ დამატებითი სპექტაკლები გათამაშდეს, ჩემთვის გაუგებარია

რატომ სურს ნიკა მელიას ან მის თანამოაზრეებს, რომ დამატებითი სპექტაკლები გათამაშდეს, ჩემთვის გაუგებარია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ „ლელო“ ბრიუსელში შეხვედრებს მართავს, სადაც მელიასთვის ევროპარლამენტარების თავდგებში დადგომის საკითხი განიხილება.

სარჯველაძე მიიჩნევს, რომ ვინც ამნისტიას არ ემხრობა, იმპროვიზაციების შემოთავაზება უწევთ, რაც უადგილოა.

„ეს {ევროპარლამენტარების თავდებოდა } შეთანხმებასთან დაკავშირებით დამატებითი, ახალი დისკუსიის გახსნის რისკს იძლევა, რაც არც ერთი თვალსაზრისით გამართლებული არ არის... რატომ სურს ნიკა მელიას ან მის თანამოაზრეებს, რომ ამ თემაზე რაღაც დამატებითი სპექტაკლები გათამაშდეს, ჩემთვის გაუგებარია. თუ ვინმეს მიზანია მისი გათავისუფლება ისე, რომ ეს რომელიმე პოზიციის გამარჯვებად არ ჩაითვალოს, ამის გარანტია შეთანხმებით მოხდა და ამ ფონზე დამატებითი მცდელობები მაინცდამაინც კეთილსინდისიერი მოტივებით ნაკარნახევი არ უნდა იყოს,“ - განაცხადა სარჯველაძემ.

იხილეთ ვიდეო:სარჯველაძისთვის გაუგებარია, რატომ სურს ნიკა მელიას ან მის თანამოაზრეებს, რომ დამატებითი სპექტაკლები გათამაშდეს

რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციიდან ბევრი შეეცდება სააკაშვილისგან გამიჯვნას და ლიდერის როლის მორგებას, მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს, ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - მეჩვენება, რომ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ტანზე მიბმული ლოდია, რომელიც მას ფსკერისკენ მიაქანებს
ბაქოში ევროპის ჩემპიონატის თასი ჩაიტანეს