ხატია დეკანოიძე - არ მომწონს ნიკა მელიაზე გადაბრალება, რომ სამართალდამცველების გათავისუფლებას სჯობს  გირაო გადაიხადოს - ევროპარლამენტარების თავდებობა, საინტერესო წინადადებაა

მე არ მომწონს ნიკა მელიაზე გადაბრალება, რომ სამართალდამცველების გათავისუფლებას, სჯობს მან გირაო გადაიხადოს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ნიკა მელიასთვის მორალურად გაუმართლებელია გირაოს გადახდა გავრილოვის ღამის გამო და ამასთანავე, არც ამნისტიის აქტი, რომელიც მას და 20 ივნისის სხვა პატიმრებს სამართალდამცველებთან ათანაბრებს.

ნიკა მელის დაკავებამ შექმნა დიდი კრიზისი ქვეყანაში და ძალიან მაღალ დონეზე აიყვანა საქართველოს საერთაშორისო კონტექსტი და მაღალი ხარისხის ჩართულობა- ევროკავშირის, სწორედ ნიკას დაკავების შემდეგ მოხდა. ის რომ პოლიტპატიმარია, იმ შეთანხმებაშიც იყო დადასტურებული, რომელშიც საუბარია ორ პოლიტიკურ „ქეისზე“, ანუ ნიკა მელიასი და გიორგი რურუასი. ნიკას პოზიცია მის სასამართლოზე გაჟღერდა ძალიან კარგად, ეს პოზიცია იყო, რომ არ გადაეხადა გირაო სწორედ „ქართული ოცნებისთვის“ გავრილოვის საქმის გამო, ეს იყო მისი მთავარი პრინციპი და მეორე, რაც იყო მისი ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია, რომელიც გვითხრა სასამართლოზე, ეს იყო, რომ გარდა გირაოსი, მისთვის მიუღებელი იყო 20 ივნისის ამნისტიის ნაწილიც, სადაც ნიკა და ის ადამიანები, ვინც პროტესტში მონაწილეობდნენ, თამლიანი და ა.შ. უთანაბრდებოდნენ იმ სამართალდამცველებს“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ ევროპარლამენტარების თავდებობის წინადადება საინტერესო შეთავაზებაა და ასევე საინტერესოა, რას უპასუხებს ამას ხელისუფლება.

„რაც შეეხება ევროპარლამენტარების თავდებობას, საინტერესო წინადადებაა ნამდვილად, გაცილებით უფრო სხვა განზომილებისა და კონსტრუქციის წინადადებაა და ვნახოთ, როგორ უპასუხებს ხელისუფლება. ჩემი აზრით, გირაოს გავრილოვისთვის, ნამდვილად აღემატება ხარისხობრივად, ახლა ჯერი უკვე ხელისუფლებაზეა, არ ვიცი ტექნიკურად როგორ განახორციელებენ ამას ჩვენი ევროპარლამენტარი მეგობრები, საქართველოს მეგობრები, მაგრამ ყველა შემთხვევაში, ხელისუფლებას, ალბათ, მოუწევს პასუხის გაცემა და ესეც მნიშვნელოვანია. საინტერესო წინადადებაა, ნიკას პოზიციაც გახდება ამასთან დაკავშირებით ცნობილი. მაგრამ, მე სევდიანად მახსენებს და ამ წინადადების მოსმენისას გამიჩნდა განცდა, რომ შესაძლებელი იყო მეტის მიღწევა, ჩემი აზრით,“- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

„მე არ მომწონს ნიკაზე გადაბრალება, რომ ნიკა, იცი რა, შენ გირაო გადაიხადე, იმიტომ რომ სამართალდამცველების გათავისუფლებას ჯობს შენ გირაო გადაიხადო. ეს არ მომწონს მე“, - განაცხადა დეკანოიძემ.

იხილეთ ვიდეო:ხატია დეკანოიძის თქმით, ნიკა მელიასთვის მორალურად გაუმართლებელია გირაოს გადახდა გავრილოვის ღამის გამო და არც ამნისტიის აქტი, რომელიც მას და 20 ივნისის სხვა პატიმრებს სამართალდამცველებთან ათანაბრებს

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა