ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ენგურის ხიდზე ჩატარებული ტესტირების შედეგად, 1200 ადამიანიდან კორონავირუსი მხოლოდ ორს დაუდასტურდა

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ენგურის ხიდზე ჩატარებული ტესტირების შედეგად, 1200 ადამიანიდან კორონავირუსი მხოლოდ ორს დაუდასტურდა.

ამის შესახებ ტიკარაძემ ჟურნალისტებს ენგურის ხიდზე განუცხადა.

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, დღეში, საშუალოდ, ოკუპირებული ტერიტორიიდან 300 ადამიანი გადმოდის.

„ორშაბათიდან დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი და ენგურის ხიდზე ვახდენთ ჩვენი მოქალაქეების ტესტირებას, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოდიან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც თავის მხრივ ითვალისწინებს ოკუპირებული ტერიტორიაზე არსებული ეპიდვითარების კვლევასაც და ასევე მიზანმიმართულია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის უზრუნველყოფასა და უსართხოებაზე. ამ ეტაპისთვის გადმოსული არის 1200-მდე ადამიანი. დღიური საშუალო მაჩვენებელია 300 ადამიანი. ძალიან სასიხარულია ის ფაქტი, რომ მხოლოდ ორ მოქალაქეს დაუდასტურდა კოვიდი. დანარჩენი მოქალაქეები არიან ჯანმრთელი. ეს ძალიან სასიხარულოა, რადგან ის ხელმისაწვდომობა, რაც მათთვის აუცილებელია, შეზღუდულია და ეს ჩვენთვის ძალიან დიდი წუხილია“, - განაცხადა ტიკარაძემ.

იხილეთ ვიდეო:ეკატერინე ტიკარაძე ენგურის ხიდის ე.წ. გამშვებ პუნქტზე მოქალაქეების ტესტირების პროცესს გაეცნო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა