კვლევის თანახმად, 11 მოსამართლის სადავო დიპლომები მაგისტრის ხარისხთან შესაბამისად სასამართლომ ცნო

არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველოს“ კვლევის მიხედვით, 299 მოსამართლის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომისა და სხვა მონაცემების შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ 11 მოსამართლეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უარი უთხრა უმაღლესი იურიდიული განათლების დიპლომის დადასტურებასა ან/და მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებაზე.

როგორც კვლევის ავტორი, პროექტის კოორდინატორი კარლო ნიკოლეიშვილი აცხადებს, 11 მოსამართლიდან 5-ის შემთხვევაში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ვერ დაადასტურა არათუ მაგისტრთან გათანაბრების, არამედ უმაღლესი იურიდიული განათლების მიღების ფაქტი.

კვლევის მიხედვით, ორი მოსამართლის განათლების საკითხი განსაკუთრებით პრობლემურია.

„მოსამართლე მაია გიგაურის დიპლომთან დაკავშირებით თსუ-ის განმარტებით, ხელოვნებისა და ჰუმაბიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი, რომელზეც მოსამართლე სწავლობდა, არ ითვალისწუნებდა კვალიფიკაციისა ან ხარისხის მინიჭებას. რაც შეეხება მეორე მოსამართლეს, ანაიტ ოგანესიანმა წარმოდგენილი დიპლომით, 1997 წელს დაასრულა ერევნის ეკონომიკური-იურიდიული ფაკულტეტი. თავად უნივერსიტეტი კი სომხეთის მხარის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, აღიარებული იყო 2001 წლიდან. ამ თარიღამდე გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტი არ წაროადგენდა სახელმწიფო ნიმუშის დიპლომს და არ იყო აღიარებული სომხეთის რესპუბლიკაში. ამასთან, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უარის მიუხედავად, 11-ვე მოსამართლემ: მაკა გველესიანმა, ლევან გელოვანმა, ინდირა მაშანეიშვილმა, დავით ნარიმანიშვილმა, მადონა მაისურაძემ, არარატ ესოიანმა, მაია გიგაურმა, ნინო ბუაჩიძემ, ანაიტ ოგანესიანმა, დავით სვანაძემ და მაკა ჭედიამ, სასამართლოს გზით გადაწყვიტა დიპლომების დადასტურება/მაგისტრის ხარისხთან გათანაბრება და სასურველ შედეგსაც მიაღწია - სასამართლომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაავალა, სადავო დიპლომები მაგისტრის ხარისხთან შესაბამისად ეცნო, რაც იმას ნიშნავს, რომ 11-მა მოსამართლემ საკუთარი უმაღლესი განათლების ხარისხი სასამართლოს საშუალებით შეუსაბამა მოსამართლეობისთვის საჭირო საკანონმდებლო მოთხოვნას“, - ნათქვამია კვლევაში.

პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2021
იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში სუპერ პრიზი - ბინა გათამაშდა
კარაგანდაში შპს „ქაზ კარბონის“კუთვნილი ახალი ნახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა გაიხსნა
თბილისში ქართულ-ფრანგული საკონდიტროების ქსელ Bisues-ის პირველი მაღაზია გაიხსნა