ეკატერინე ტიკარაძე - მესამე ტალღის პიკურ მაჩვენებელს ველოდებით, ორშაბათს, კოვიდსაბჭოს ფორმატში ვიმსჯელებთ თუ რა დამატებითი ღონისძიებები შეიძლება გატარდეს

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აღდგომის დღესასწაულზე რადიკალური, კატეგორიული შეზღუდვები არ იქნება.

მინისტრის ინფორმაციით, დაწესდება თუ არა დამატებითი შეზღუდვები, საბჭო ორშაბათს იმსჯელებს.

„ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება გარკვეული შეზღუდვები გაუქმდეს, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება. ვინაიდან ჩვენ ვიმყოფებით ახლა ისეთ სტადიაზე, როდესაც ველოდებით მესამე ტალღის პიკურ მაჩვენებელს. მიმდინარეობს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა დამატებითი ღონისძიებები შეიძლება გატარდეს იმისთვის, რომ ეპიდსიტუაცია უკეთესად ვმართოთ ლოკალურ დონეზე და საბჭო ამასთან დაკავშირებით იმსჯელებს ორშაბათს, კოვიდსაბჭოს ფორმატში, რომელიც პრემიერის დაქვემდებარებაშია.

ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ როგორც შარშან, ეკლესიის მხარდაჭერა იქნება ძალიან აქტიური. აქედან გამომდინარე, დარწმუნებულები ვართ, რომ არ იქნება რადიკალური, კატეგორიული შეზღუდვები. თუმცა, ეს იქნება ღონისძიებების ზედმიწევნით დაცვა, რომელიც ჩვენი მოსახლეობისთვის საეკლესიო ღონისძიებების ფორმატში უზრუნველყოფს სრულ უსაფრთხოებას ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.05.2021
ხათუნა ლაგაზიძე - თუ ოპოზიციას რაციონალიზმი კი არა, თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც შერჩენია, მოუწევთ გაერთიანება იმ საფრთხის წინააღმდეგ, რასაც ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ჯგუფების გამოჩენა ჰქვია
"პური გულიანი" ქსელურ განვითარებას იწყებს
TKT.GE-ს ახალი სტრატეგიული მიმართულება - ავიაბილეთები დაემატა
"ვოლტი" უკვე წყნეთშია!