ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და ჩეხეთის ელჩმა, ზაჰესის ჰიდროელექტროსადგური დაათვალიერეს

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაელა მარკსოვამ, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში პეტრ მიკისკამ და ელჩის მოადგილემ იანა გაშპარიკოვამ ზაჰესის ჰიდროექეტროსადგური დაათვალიერეს. ამის შესახებ ინფორმაციას ,,ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.

მათივე ცნობით, ზაჰესში გამართული შეხვედრისას, ,,ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციის“ წარმომადგენლებმა და გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ, სტუმრებს ჰიდროელექტროსადგური დაათვალიერებინეს, ასევე გააცნეს ინფორმაცია ,,ენერგო-პროს“ საქმიანობის შესახებ საქართველოში.

„ხაზი გაესვა, კომპანიის მნიშვნელობასა და განხორციელებული საინვესტიციო პროექტების აუცილებლობას. ,,ენერგო-პრო“ 2007 წლიდან წარმატებით საქმიანობს საქართველოში და წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს ევროპულ ინვესტიციას ქვეყანაში. ,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩეხეთის მაღალი რანგის სტუმრებს ვმასპინძლობთ, დავათვალიერებინეთ ,,ენერგო-პროს“ მფლობელობაში არსებული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჰიდროელექტროსადგური - ზაჰესი. იმის გათვალისწინებით, რომ ზაჰესი არის 94 წლის, შეიძლება ითქვას, ეს ობიექტი ერთის მხრივ უკვე წარმოადგენს მუზეუმს, ხოლო მეორეს მხრივ, წარმატებით განაგრძობს ექსპლუატაციაში ყოფნას და უზრუნველჰყოფს მნიშვნელოვანი ოდენობის ელექტროენერგიის გენერირებას“ - განაცხადა „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციის“ გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ბოცვაძემ.

ბოცვაძის თქმით, ,,ენერგო-პრო ჯგუფისთვის“ პატივია ფლობდეს მსგავსი ისტორიის მქონე ენერგოობიექტებს საქართველოში. აღსანიშნავია ისიც, რომ მათი ოპერირება წარმატებით გრძელდება, შედეგად - საკმაოდ მძიმე მდგოამრეობაში არსებული ჰიდროსადგურები, დღეის მდგომარეობით არამხოლოდ საპროექტო სიმძლავრეებს აფიქსირებენ, არამედ ხდება მათი დადგმული სიმძლავრეების ზრდაც. მაგ: მნიშვნელოვანი პროექტებია განხორციელებული და ათობით მილიონი ლარია ინვესტირებული ლაჯანურჰესის, გუმათის კასკადის და რიონის ჰიდროელექტროსადგურებში.

,,ვფიქრობთ, უალტერნატივოდ სწორი მიდგომაა, რომ პირველ რიგში უნდა შენარჩუნდეს ქვეყანაში უკვე არსებული ჰიდროელექტროსადგურების ეფექტურობა, გენერირებული ელექტროენერგიის მაჩვენებელი კი კვლავ მაქსიმალურ ნიშნულს უნდა უახლოვდებოდეს, რაიმე სახის დანაკარგი გამორიცხული უნდა იყოს”, - განაცხადა „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციის“ გენერალურმა დირექტორმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა