დავით სერგეენკო - ყველას ერთ თარგქვეშ მოქცევა უბრალოდ არ შეიძლება - არც მომიტინგეების და არც პოლიციელების

ყველას ერთ თარგქვეშ მოქცევა უბრალოდ არ შეიძლება - არც მომიტინგეების და არც პოლიციელების, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ, 20 ივნისის აქციის საქმეებზე დაგეგმილ ამნისტიის თაობაზე განუცხადა.

როგორც სერგეენკომ განმარტა, საჭიროა იურისტები და პოლიტიკოსები დასხდნენ და ამნისტიის პროექტი ისე ჩამოაყალიბონ, რომ გავრცელდეს მათზე, ვისზეც ეს სამართლიანი იქნება.

სერგეენკოს თქმით, სამუშაო ფორმატში ყველა საკითხი სკულპულოზურად უნდა განიხილონ.

„ზოგიერთი პოლიტიკოსის მოსაზრებაა, რომ ამნისტია კონკრეტულ ადამიანებზე გავრცელდეს. ეს ნონსენსია, ასე ვერ მოხდება. ამნისტია გარკვეულ მუხლებზე ვრცელდება. ის თუ რომელ მუხლებს შეეხება ამნისტია, ეს უახლოეს დღეებში ოპოზიციის ჩართულობით უნდა გაირკვეს. ჩემთვის როგორც ადამიანისთვის და ექიმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანები, ვინც 20 ივნისის ღამეს დაზიანებები მიიღეს. იმ ღამის განმავლობაში მე თვითონ კლინიკებში დავდიოდი და ვცდილობდი, რაღაცნაირად გვერდში დავდგომოდი მათ, ვინ იქ დაზიანება მიიღო. მე ამას მეორე პლანზე ვერ გადავწევ“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს