კვლევის მიხედვით, მოსამართლეთა ნაწილი სოციალურ ქსელში პოლიტიკური ხასიათის პოსტებითა და აგიტაციით გამოირჩეოდა

არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველოს“ კვლევის მიხედვით, მოსამართლეთა ნაწილი სოციალურ ქსელში პოლიტიკური ხასიათის პოსტებითა და აგიტაციით გამოირჩეოდა.

როგორც კვლევის ავტორი გური ბალიაშვილი აცხადებს, სოციალურ მედიაში მოსამართლეების ნაწილის მიერ ადგილი აქვს დისკრიმინაციული და ჰომოფობიური პოსტების განთავსებას, სოციალურ ქსელში იკვეთება ერთეული მოსამართლეების უხამსი და არაეთიკური აქტივობა.

„ჩვენმა გუნდა შეისწავალა საერთო სასამართლოების 300 მოსამართლის სოციალურ ქსელში აქტივობა როგორც მოსამართლეობამდე, ისე მას შემდეგ. გამოვლინდა როგორც პოლიტიკური ხასიათის პოსტები, ისე ფავორიტიზმი, აგიტაცია, რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების ან პოლიტიკოსებიდსადმი, ეს კი სამოსამართლეო ეთიკის წესებს არღვევს. სამწუხაროდ, 6 მოსამართლეს მოსამართლეობამდე და ერთს მოსამართლეობის პერიოდში აღენიშნებოდა დისკრიმინაციული შინაარსის პოსტების გაზიარება, თუმცა იმ მოსამართლეების ოდენობა უფრო დიდი იყო, ვინც სოციალურ ქსელში ეწეოდა ანტიდისკრიმინაციულ, ანტისაოკუპაციო კამპანიებს, რაც დადებითად უნდა აღინიშნოს. 7 მოსამართლეს მოსამართლეობის პერიოდში და 3 მოსამართლეს მოსამართლეობის დროს გაზიარებულიჰქონდა პოლიტიკური შინაარსის შემცვლელი პოსტები. ეს შეიძლება ყოფილიყო აგიტაციის პოსტი, მაგალითად მმართველი პარტიის მიმართ და ა.შ“, - განაცხადა კვლევის ავტორმა გური ბალიაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა