კვლევის მიხედვით, 300 მოსამართლის დეკლარაციების შესწავლით გაირკვა, რომ საჯარო რეესტრში აღრიცხული რამდენიმე მოსამართლის უძრავი ქონება დეკლარაციაში შეტანილი არ არის

არასამთავრობო ორგანიზაცია “უფლებები საქართველოს" კვლევის მიხედვით, 300 მოსამართლის მიერ საჯარო სამსახურის ბიუროში წარდგენილი ფინანსური დეკლარაციების შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ რამდენიმე შემთხვევაში საჯარო რეესტრში აღრიცხული მოსამართლის უძრავი ქონება დეკლარაციაში არ არის შეტანილი.

ამასთან, როგორც კვლევის ავტორმა კახა წიქარიშვილმა აღნიშნა, ბოლო 5 წლის განმავლობაში, 109 მოსამართლე ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას, ჯამში კი მიღებული შემოსავალი ნაწილი მოსამართლეების შემთხვევაში, ნახევარ მილიონ ლარსაც კი აღწევდა.

კახა წიქარიშვილის თქმით, 5 მოსამართლე ანაზღაურებას იუსტიციის საბჭოდანაც იღებდა, თუნცა, როგორც კვლევის ავტორი ამბობს, იუსტიციის საბჭოში არ აკონკრეტებენ მოსამართლის მიერ თუ რა საქმიანობის გაწევა იყო ანაზღაურებადი.

“კვლევამ დაადგინა, რომ მოსამართლეები, საშუალოდ შემოსავლის 19%-ს ხარჯავენ უძრავი ქონების შესაძენად. 206 მოსამართლეს ან მისი ოჯახის წევრს აღებული აქვს სესხი. დეკლარაციების შევსებისას, ხშირ შემთხვევაში, არ არის მითითებული საჩუქრის გამცემი პირი და მისი კავშირი მოსამართლესთან. სამეწარმეო საქმიანობა კვლევისას არ დადასტურდა. ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც მოსამართლეს უძრავი ქონების შეძენისას, დეკლარაციის მიხედვით, არ გააჩნდა შესაბამისი ქონების შეძენისთვის საჭირო თანხა", - განაცხადა წიქარიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა