საყოველთაო ამნისტიის გამოცემის მოთხოვნით პატიმრების მშობლებმა და ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ პარლენტში განცხადება შეიტანეს

საყოველთაო ამნისტიის გამოცემის მოთხოვნით პატიმრების მშობლებმა და ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ პარლენტში განცხადება შეიტანეს.

ამასთან, მათ პარლამენტთან აქციაც გამართეს და განაცხადეს, რომ პარლამენტი უახლოეს მომავალში აპირებს გამოაცხადოს ამნისტია, რისი მეშვეობითაც პენიტენციურ დაწესებულებებს დატოვებენ პოლიტიკური პატიმრები და 20 ივნისის საქმეზე დაკავებული სამართალდამცველები, თუმცა აღნიშნული აქტი არ ეხება სხვა კატეგორიის მსჯავრდებულებს.

მათივე განმარტებით, კანონი ყველასთვის თანაბარი უნდა იყოს და ხელისუფლებამ უნდა მიიღოს საყოველთაო ამნისტიის გამოცემის გადაწყვეტილება.

მსჯავრდებულთა ოჯახის წევრების განმარტებით, აქციები იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. ამასთან, ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის თქმით, ხელისუფლებამ ამ ადამინების ინტერესი უნდა გაიზიაროს, ამნისტია შეეხოს ყველას და არა, ერთეულებს.

„თუ არ მიიღებენ საყოველთაო ამნისტიას „ქართული ოცნება“ სამუდამოდ დასამარდება და ციხეები დღევანდელ ხელისუფლებას დაივიწყებენ. აქ მოვიდნენ პატიმრის ოჯახის წევრები, რომლებიც ითხოვენ, რომ მიიღონ საყოველთაო ამნისტია“, - აცხადებს ალექსანდრე კობაიძე.

იხილეთ ვიდეო: საყოველთაო ამნისტიის გამოცემის მოთხოვნით პატიმრების მშობლებმა და ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ პარლენტში განცხადება შეიტანეს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო