ალეკო ელისაშვილი - სამარცხვინო განცხადებაა, რაც ნათელაშვილმა გააკეთა, დეგნანი და ჰარცელი რომ არ ყოფილიყვნენ, დავხოცავდით ერთამანთს, დავლეწავდით აქაურობას, რაც 90-იან წლებში დავმართეთ ქვეყანას

კელი დეგნანი და კარლ ჰარცელი რომ არ ყოფილიყვნენ, დავხოცავდით ერთამანეთს, დავლეწავდით ისეთივე გაშმაგებით აქაურობას, როგორც 90-იან წლებში დავმართეთ ამ ქვეყანას,- ასე პასუხობს "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი ჟურნალისტების კითხვას, თუ რას ფიქრობს შალვა ნათელაშვილის განცხადებაზე, რომელმაც აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი გააკრიტიკა.

"სამარცხვინო განცხადებაა, ასეთი რამ ყოველთვის ახასიათებს შალვა ნათელაშვილს და კიდევ ერთი სამარცხვინო განცხადება ჩაიწერა თავის ანგარიშზე. როგორ შეიძლება მოღალატე ეძახო ადამიანს, როცა კელი დეგნანი და კარლ ჰარცელი რომ არ ყოფილიყვნენ, დავხოცავდით ერთამანთს და დავლეწავდით ისეთივე გაშმაგებით აქაურობას, როგორც 90- იან წლებში დავმართეთ ამ ქვეყანას. ეს ხალხი იყო გადაფოფრილი ამ ქვეყანაზე და იდგა ჩვენს შორის. ის ხალხი რომ არ ყოფილიყო, ვერც შეთანხმება იქნებოდა და კრიზისი კი არა, სამოქალაქო ომს გავაჩაღებდით ალბათ. როგორ შეიძლება ამის მერე მადლიერების ნაცვლად, ადამიანს მოღალატე უძახო, ეს არის უმადურობის მწვერვალი, მაგრამ შალვა ნათელაშვილია და მისგან რა უნდა გაგიკვირდეს?!"- განაცხადა ელისაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო