ასლან ბჟანია - აფხაზეთის საჰაერო ძალებს მოდერნიზება სჭირდება და ჩვენ რუსეთის დახმარების იმედი გვაქვს

აფხაზეთის საჰაერო ძალებს მოდერნიზება სჭირდება და ქვეყანა რუსეთისგან ამ საკითხთან დაკავშირებით დახმარებას ელოდება, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ TASS- თან ინტერვიუში განაცხადა.

„აფხაზეთს ჰყავს საჰაერო ძალები, მაგრამ საჭიროა მათი მოდერნიზაცია. ჩვენ გვჭირდება ახალი თვითმფრინავები და კარგად გაწვრთნილი აფხაზი მფრინავები. ჩვენ ველოდებით მხარდაჭერას რუსეთისგან და ეს მხარდაჭერა სავარაუდოდ მალე გვექნება“, - აღნიშნა ბჟანიამ.

მისი თქმით, რუსეთის გენშტაბის წარმომადგენლები ახლახან აფხაზეთში იმყოფებოდნენ და ე.წ. „თავდაცვის სამინისტროში“ მოლაპარაკებები გამართეს.

“რამდენიმე პოზიციაზე პროგრესი მიღწეულია,“- აღნიშნა ბჟანიამ.

რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის სამხედრო თანამშრომლობის საკითხებზე საუბრისას დე ფაქტო ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ რომელიმე მხარის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში „ყველა ვალდებულება შესრულდება.“

„ეჭვგარეშეა, რომ რომელიმე მხარის მიმართ აგრესიის შემთხვევაში ყველა ვალდებულება შესრულდება ”, - აღნიშნა ბჟანიამ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს