დავით ზალკალიანმა და დმიტრო კულებამ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის საკითხზე საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მიზნით კოორდინირებულ საქმიანობაზე ისაუბრეს

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა უკრაინელ კოლეგასთან დმიტრო კულებასთან შეხვედრა გამართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო-უკრაინის სტრატეგიულ პარტნიორობას და მეგობრობას.

მათივე ინფორმაციით, დავით ზალკალინმა მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინელ კოლეგას უკრაინის საზღვართან და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებული მოვლენების, ისევე როგორც ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

დავით ზალკალიანმა დმიტრო კულებას ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ. განხილულ იქნა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის საკითხზე საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდაციისა და მხარდაჭერის მიზნით კოორდინირებული საქმიანობის, ისევე როგორც ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის წარმატებისთვის ერთობლივი ქმედებების განხორციელების საკითხები. მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნატო-სა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტების მოსამზადებელ საკითხებზე, რათა ორივე მიმართულებით ასახული იქნას საქართველოს და უკრაინის ინტერესები.

მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგი, ხაზი გაუსვეს სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას და მისი განვითარების პოტენციალს. აღნიშნეს დაგეგმილი და სამომავლო მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობა და მიესალმნენ ქვეყნებს შორის უმაღლეს დონეზე არსებული კავშირების მაღალ დინამიკას“, - ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა