დავით ნარმანიას განცხადებით, „ნამახვანჰესის“ პროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებთან საერთო ენა უნდა გამოინახოს და რაციონალური გადაწყვეტილება უნდა მიიღონ

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, „ნამახვანჰესის“ პროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებთან საერთო ენა უნდა გამოინახოს და რაციონალური გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.

როგორც ნარმანია განმარტავს, ყველაზე მთავარი ინტერესი უნდა იყოს სახელმწიფოებრივი ინტერესი.

„ვფიქრობ, კონსენსუსი და საერთო ენა აუცილებლად უნდა გამოინახოს. დარწუნებული ვარ, რომ გამოინახება. მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომელშიც ერთი მხრივ, სახელმწიფო უწყებები, ხოლო მეორე მხრივ, სამოქალაქო აქტივისტები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები არიან ჩართული. ყველაზე მთავარი ინტერესი უნდა იყოს სახელმწიფოებრივი ინტერესი, თუ რა სჭირდება ქვეყანას, რა სჭირდება საზოგადოებას. აქედან გამომდინარე, რაციონალური გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული. დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. მე, როგორც მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელი, ვხედავ ჩვენს ქვეყანაში ელექტროენერგიის დეფიციტს და შესაბამისად, ეს დეფიციტი ივსება იმპორტით. როცა ელექტროენერგიის დეფიციტი ივსება იმპორტით, ეს ნიშნავს, რომ სიმწრით მოგროვებული ლარებში გადახდილი ენერგიის თანხა უნდა დახურდავდეს დოლარებში, უნდა იქნას გადარიცხული. რამდენიმე ქვეყანას, საიდანაც ჩვენ ვახორციელებთ იმპორტს, ამ ქვეყნებში გაედინება ვალუტა ჩვენგან, რომელიც მაკროეკონომიკური თვალსაზრისითაც არ არის სასურველი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. აქედან გამომდინარე, ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსების განვითარება, როგორც ენერგეტიკული უსაფრთხოების, ასევე წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით, მათ შორის „ნამახვანჰესის” ენერგიის გამომუშავებაც არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“,- განაცხადა დავით ნარმანია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა