ივანე ჩხაიძე - სიმსივნის დროს შესაძლებელია ვაქცინის გამოყენება, თუმცა, გასათვალისწინებელია კონკრეტულ მომენტში, რამდენად მძიმეა პაციენტის მდგომარეობა

სიმსივნის დროს შესაძლებელია ვაქცინის გამოყენება, თუმცა, გასათვალისწინებელია იმ კონკრეტულ მომენტში, რამდენად მძიმეა პაციენტის მდგომარეობა“, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ მედია ვებინარზე განაცხადა.

როგორც ივანე ჩხაიძე განმარტავს, „სინოფარმი“ იძლევა რეკომენდაციას, რომ სიმსივნის მძიმე მდგომარეობის დროს კორონავირუსის ვაქცინაცია არ ჩატარდეს.

„სიმსივნესთან დაკავშირებით მხოლოდ „სინოფარმს“ აქვს მითითება, რომ ვაქცინის გამოყენება ხანშიშესულებში, მძიმე ფორმის სიმსივნური პათოლოგიით, მიზანშეწონილი არ არის. ყველა სხვა ვაქცინას ასეთი ჩანაწერი არ აქვს. სიმსივნის დროს შესაძლებელია ვაქცინის გამოყენება, თუმცა, რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია იმ კონკრეტულ მომენტში რამდენად მძიმეა პაციენტის მდგომარეობა. სიმსივნის სხვადასხვა ფორმა არსებობს. მოგეხსენებათ, ზოგიერთი ფორმა შეიძლება წლობის განმავლობაში გრძელდებოდეს და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სერიოზული ზემოქმედება არ ჰქონდეს. რომ ვთქვათ „სიმსივნის დროს ვაქცინაცია უკუნაჩვენებია“ - ასე არ არის. პირიქით, სიმსივნე იმ დაავადებების ჩამონათვალს მიეკუთვნება, როდესაც ვაქცინაცია უნდა ჩატარდეს, თუ არ არის ეს მძიმე მდგომარეობა. „სინოფარმი“ იძლევა რეკომენდაციას, სიმსივნის მძიმე მდგომარეობის დროს ვაქცინაცია არ ჩატარდეს“, - აცხადებს ჩხაიძე.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა