ანრი ოხანაშვილი - ამნისტია ნიკანორ მელიას მიერ გირაოს გადახდა - არგადახდაზე არ არის დამოკიდებული

ამნისტია ნიკანორ მელიას მიერ გირაოს გადახდა-არგადახდაზე არ არის დამოკიდებული, დოკუმენტის გამოცემა ნაკისრი ვალდებულებაა და ვეროპულ შეთანხმებას სრულიად დავიცავთ, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ოხანაშვილი აღნიშნავს, ამნისტიაზე სპეკულირებას წერტილი უნდა დაესვას.

„წერტილი რომ დაესვას 19-21 ივნისის ამნისტიაზე სპეკულირებას, შარლ მიშელის დოკუმენტით ამნისტიის გამოცემა პარტიების უფლება კი არა, ნაკისრი ვალდებულებაა! ყველა ხელმომწერი პარტია შეუერთდა სტრატეგიული პარტნიორების სულისკვეთებას და ხელი მოაწერა დოკუმენტს, რათა გადაიშალოს 20-21 ივნისის მძიმე ფურცელი და გადაიტვიროს პოლიტიკური სიტუაცია! შესაბამისად, ამნისტია ნიკანორ მელიას მიერ გიარაოს გადახდა-არგადახდაზე არ არის დამოკიდებული! ეს შეთანხმება და ჩვენი სწრაფვა ევროპისაკენ მიუღებელია ჩვენი ქვეყნის მტრებისთვის. ამიტომ, ჩვენ სრულად დავიცავთ ევროპულ შეთანხმებას“, - წერს ოხანაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა