პროკურორი - ჯარისკაცების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის საქმეში, ბრალდებულების გარდა, სხვა პირების მონაწილეობა არ იკვეთება

ჯარისკაცების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე შსს-ს ორი თანამშრომლის მიმართ პატიმრობის გამოყენება, საქმის პროკურორის, ალექსანდრე ჩხეიძის განცხადებით, სამართლიანია.

პროკურორის თქმით, ამ ეტაპზე, დანაშაულში სხვა პირების მონაწილეობა არ იკვეთება.

მისივე თქმით, საქმეში ასევე ფიგურირებს კიდევ ერთი პირი - ბრალდებულების ზემდგომი ფიგურა, რომელიც ერთ-ერთი დაზარალებულის მიმართ განხორციელებულ დამაშაულებრივ ქმედებაში ფიგურირებს. თუმცა, პროკურორის თქმით, ეს ადამიანი გარდაცვლილია და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ვერ მოხერხდა.

"დღეის მდგომარეობით, სხვა პირების ბრალეულობა არ იკვეთება, თუმცა, გამოძიება გრძელდება. ორივე ბრალდებულის უშუალო ხელმძღვანელი იყო მ.ბ., რომელიც ასევე იმხილება დანაშაულის ჩადენაში, ერთ-ერთ ეპიზოდში, ერთ-ერთ ბრალდებულთან ჯგუფურად დანაშაულის ჩადენაში, თუმცა, ის გარდაცვლილია და მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა ვერ დაიწყო. ბრალდებულები, ბიჩელაშვილი და დევდარიანი საკუთარი ინიციატივით მოქმედებდნენ, თვითონ იღებდნენ დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ ჯარისკაცების დასჯის გადაწყვეტილებას",- აცხადებს ჩხეიძე.

პროკურორის თქმითვე, დაზარალებულები სხვადასხვა ბაზიდან დისციპლინური დარღვევების გამო ჰყავდათ გადაყვანილი. რაც შეეხება იმ ფაქტს, თუ როგორ გახდა საგამოძიებო უწყებისთვის დანაშაული ცნობილი, პროკურორის თქმით, ერთ-ერთი ზემდგომი პირი გახდა ინფორმირებული, რომ ბრალდებულებს დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი, რის შემდეგაც მან მოხსენებითი ბარათით დაუყოვნებლივ მიმართა შსს-ს გენინსპექციას, დაზარალებულებმა კი, სახალხო დამცველს.

ცნობისთვის, ჯარისკაცების მიმართ არადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე შსს-ს ორ თანამშრომლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა