ამირან გამყრელიძის განცხადებით, აცრებზე ყველაზე მეტი მიმართვიანობა თბილისშია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აცრებზე ყველაზე მეტი მიმართვიანობაა თბილისში, თუმცა, სხვა რეგიონებში ვაქცინაციასთან დაკავშირებით მოსახლების აქტიურობა დაბალია. ამირან გამყრელიძემ რუსთავში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი არასაკმარისი საკომუნიკაცია კამპანიაა.

„ამას ბევრი მიზეზი აქვს. ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ ზოგადად, როცა ახალი ვაქცინა ინერგება, გარკვეული რეზისტენტობა მოსახლეობაში არის და ის არის ახალი. მეორე, არასაკმარისია საკომუნიკაცია კამპანია, რასაც ვაწარმოებთ. ამიტომ ვართ აქ, რომ ეს გავაძლიეროთ და ადგილობრივ ხელისუფლებას მეტი დახმარება ვთხოვოთ. მესამე, მოგეხსენებათ, სამწუხარო შემთხვევა მოხდა აცრების დაწყებიდან მესამე-მეოთხე დღეს ახალციხეში, ამან დიდი გავლენა იქონია მთლიანად აცრის პროცესზე. ისევ და ისევ საკომუნიკაციაო კამპანია, მეტი ახსნა-განმარტება და მუშაობა მოსახლეობასთან“,-განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ქვეყანაში პოლიტიკურ-ეკონომიკური სიტუაცია არ იძლევა საშუალებას, რომ მკაცრი „ლოკდაუნი“ გამოცხადდეს.

„ჩვენს მეზობელ თურქეთს 19:00 საათიდან აქვს ღამის კარანტინი. იგივე აქვს ცენტრალური ევროპის ბევრ ქვეყანას, მაგრამ ისინი ეკონომიკურად ბევრად განვითარებული ქვეყნები არიან და შეუძლიათ. სამწუხაროდ, დღეს ქვეყანაში ზოგადი სიტუაცია, პოლიტიკურ-ეკონომიკური არ იძლევა საშუალებას, რომ ძლიერი და მკაცრი „ლოკდაუნი“ გამოვაცხადოთ“,-განაცხადა გამყრელიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა