გიორგი კანდელაკი - სკეპტიკურად ვარ განწყობილი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ნიკა მელიას მიმართ ევროპარლამენტარების თავდებობა იქნება გაზიარებული

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, ის სკეპტიკურადაა განწობილი, თუმცა დიდი იმედი აქვს, რომ ევროპარლამენტარების თავდებობა იქნება გაზიარებული ნიკა მელიას საქმის მიმართ, რათა დაუყოვნებლივ შეიცვალოს მისი აღკვეთი ღონისძიება და გათავისუფლდეს.

კანდელაკმა აღნიშნა, რომ ის სიტუაცია, რაც ახლაა შექმნილი, ადასტურებს, რომ ოპოზიციური პარტიების მხრიდან დოკუმენტზე ხელმოწერა ნაჩქარევი იყო.

„სკეპტიკურად ვარ განწყობილი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ თავდებობა იქნება გაზიარებული, თუმცა ის სიტუაცია, რაც ახლა შეიქმნა, ადასტურებს, რომ ხელმოწერა ჩვენი პარტნიორების მხრიდან, სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან, ამ დოკუმენტზე იყო ნაჩქარევი. შეიძლებოდა ამ დოკუმენტის გაუმჯობესება, როგორც პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხში, ასევე რიგგარეშე არჩევნების ან პლებისციტის საკითხში და არ აღმოვჩნდებოდით ამ სიტუაციაში.

ახლა ნიკა მელიას სთავაზობენ, რომ ან გააკეთოს ის, რის გამოც თავდაპირველად წავიდა ციხეში, გადაიხადოს გირაო, ან ცდილობენ, რომ მასზე გადაანაწილონ ამგვარად ჩამოყალიბებული ამნისტიით 20 ივნისის დამნაშავეების პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება. დიდი იმედი მაქვს, რომ მე შევცდები და თავდებობა იქნება გაზიარებული,“- განაცხადა კანდელაკმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა