ვახტანგ მეგრელიშვილი - არც ბერკეტი და არც სურვილი არ გაგვაჩნია, რომ თამარ ჟვანიას გათავისუფლებისთვის მისხალი ენერგია დავხარჯოთ

ჩვენ არანაირი ბერკეტი და არც სურვილი არ გაგვაჩნია, რომ თამარ ჟვანიას გათავისუფლებისთვის მისხალი ენერგია დავხარჯოთ,- ამის შესახებ „გირჩის" ერთ - ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. თუმცა, როგორც თავად ამბობს, ჟვანიას გადადგომით ბევრად მეტი სანდოობა ექნებოდა რეფორმებს, რომელიც შეთანხმების შედეგად უნდა განხორციელდეს.

„ჩვენ რომ ნორმალური ქვეყანა ვიყოთ, ასეთი კრიზისის პროვოცირებაში ვინც არის დამნაშავე, ის თვითონაც იგრძნობდა პასუხისმგებლობას, მაგრამ ჩვენი შეთანხმება უფრო მნიშვნელოვან საკითხებზეა, ვიდრე ცესკო- ს თავმჯდომარის გადადგობა-არგადადგომაა. მაგალითად, წესრიგი, რომელიც იქნება შემდეგი არჩევნების შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ადამიანი. თუმცა, თუ ადამიანიც გადადგება ბევრად მეტი სანდოობა ექნება იმ რეფორმებს, რომელიც ამ შეთანხმების საფუძველზე უნდა განხორციელდეს, ეს ხომ ბუნებრივია?! მაგრამ ჩვენ არანაირი ბერკეტი და არც სურვილი არ გაგვაჩნია, რომ თამარ ჟვანიას გათავისუფლებისთვის მისხალი ენერგია დავხარჯოთ,"- განაცხადა მეგრელიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა