ეკატერინე ტიკარაძემ რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვაქცინაციის კაბინეტები დაათვალიერა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია ხელმისაწვდომი. ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, სამედიცინო დაწესებულებას აქვს შესაბამისი რესურსი, როგორც პაციენტთა ნაკადების მართვის, ასევე შესაბამისი აღჭურვის თვალსაზრისით.

მათი ინფორმაციით, ყველა სამედიცინო დაწესებულების ამცრელი გუნდი სამი ადამიანითაა დაკომპლექტებული - ექიმით, ექთანითა და რეგისტრატორით.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, თითოეულ გუნდს ჩატარებული აქვს შესაბამისი ტრენინგი, როგორც აცრის, ისე აცრის შემდგომ, შესაძლო გართულების სამართავად.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმუნიზაციის კაბინეტები დაათვალიერა.

„მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის პროცესი მაქსიმალურად გაფართოვდეს. რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო Covid-19-ის საწინააღმდეგო პროცესებში პირველივე დღიდანაა ჩართული. სამედიცინო დაწესებულებაში აცრის ჩატარება ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსულ მოქალაქეებსაც შეეძლებათ. ეს პროცესი ეპიდვითარების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს“,-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

უწყების ცნობით, მინისტრმა რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დიალიზის და თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის დეპარტამენტიც გახსნა.

„განყოფილება იმ პაციენტებისთვისაა განკუთვნილი ,რომლებსაც თირკმლის ქრონიკული დაავადების მეხუთე სტადია და თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის - კერძოდ ჰემოდიალიზის მხარდაჭერა ესაჭიროება.

დიალიზისა და თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის დეპარტამენტში სამედიცინო მომსახურეობა 200-მდე პაციენტს გაეწევა.

განყოფილებაში არის უახლესი გერმანული წარმოების 2020 წლის გამოშვების სტანდარტების შესაბამისი 20 B-Braunis ტიპის სადიალიზო აპარატები, ფუნქციური საწოლები და წყლის საწმენდი სისტემა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს.

აღნიშნული სამედიცინო ტექნიკა ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით შეიძინა.

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ეკატერინე ტიკარაძე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებსაც შეხვდა.

მხარეებმა COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლასა და ვაქცინაციის საკითხებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ვაქცინაციის პროცესში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების აქტივობას. ჯანდაცვის მინისტრმა კოლეგებს იმუნიზაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო