იაგო ხვიჩია - მოლაპარაკება შემდგარია, შეთანხმება მიღწეულია და ამის შემდეგ ციხეში ჯდომა პოლიტპატიმრობა არ არის

მოლაპარაკება შემდგარია, შეთანხმება მიღწეულია და ამის შემდეგ ციხეში ჯდომა პოლიტპატიმრობა არ არის, გამძლეობაში ვარჯიშია, - ამის შესახებ „გირჩის" ერთ - ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, „ლელოს" მცდელობას, კიდევ ერთი გზა იპოვოს მელიას გარეთ გამოსაყვანად, მხოლოდ მიესალმება, თუმცა, განსხვავება არ არის ევროკავშირი თავდებად ჩაუდგება მელიას, თუ გირაოს გადაუხდის.

„ევროკავშირი თავდებად ჩაგიდგება, თუ გირაოს გადაგიხდის, პრინციპულად ერთი და იგივე საკითხია. ორივე საპატიოა და ორივეს უნდა დაეთანხმო. არ მესმის, პირველის არდათანხმების ამბავი, მეორე თუ გამოვა და ევროპარლამენტარები დაეთანხმებიან, იქნება გზა და იმედია, ეს გზა მაინც იქნება წარმატებული, ნებისმიერი გზა, რომელიც ნიკა მელიას გარეთ აღმოაჩენს, მისასალმებელია, რა თქმა უნდა, თუ თვითონ უნდა გარეთ გამოსვლა.

ჩემი აზრით, მოლაპარაკება შემდგარია, შეთანხმება ძირითად პუნქტებზე მიღწეულია და ამის შემდეგ ციხეში ჯდომა პოლიტპატიმრობა არ არის, ამის შემდეგ ციხეში ჯდომა გამძლეობაში ვარჯიშია - რამდენი ხანი გავძლებ ციხეში, მაგრამ პოლიტიმრობასთან კავშირი არ გააჩნია მას შემდეგ, რაც ევროკავშირი გიხდის გირაოს, რომ გარეთ გამოხვიდე,"- განაცხადა ხვიჩიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა