გიორგი ვაშაძე - მივმართავ არა მელიას, არამედ მათ, ვინც გმობს ამნისტიას, მეორე მხრივ ელოდებიან მიღებას, რომ პარლამენტში სწრაფად შებობღდნენ - ეს პილატე პონტოელის მსგავსი ქმედებაა - ხელებს იბანთ პროცესიდან, მაგრამ გინდათ შედეგი

მივმართავ ადამიანებს, არა ნიკა მელიას, არამედ სხვა ადამიანებს, რომლებიც ერთი მხრივ გმობენ ამნისტიას, მეორე მხრივ კი ელოდებიან ამნისტიის კანონის მიღებას, რომ პარლამენტში რაც შეიძლება სწრაფად შებობღდნენ - ეს არის პილატე პონტოელის მსგავსი ქმედება - ხელებს იბანთ პროცესიდან, მაგრამ გინდათ, ამ პროცესიდან შედეგი მიიღოთ,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ის აღებულ პასუხისმგებლობას შეასრულებს და „ქართულ ოცნებასაც“, ზედმიწევნით მოსთხოვს ყველა პირობა შეასრულოს.

„მე ხელებს არ დავიბან. რაზეც ავიღე პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის და პარტნიორების წინაშე, ყველაფერს შევასრულებ და ზედმიწევნით მოვთხოვ „ქართულ ოცნებას“, შეასრულოს ყველა პირობა.

კიდევ ერთი სპეკულაციაა ის, რომ თვალების დამთხრელებზე გავრცელდება ამნისტიის კანონი. ეს არის ტყუილი იმიტომ, რომ თვალების დათხრა არის კონვენციით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის ამნისტიის უფლება არ გვაქვს“,- განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, ვაშაძის თქმით, ემიჯნება მცდელობას, რომ ამნისტიის კანონთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ნიკა მელიაზე გადავიდეს. გარდა ამისა, როგორც ვაშაძე განმარტავს, გირაო ალტერნატივა არ არის და იმისთვის, რომ ნიკა მელია საპატიმროდან საბოლოოდ გათავისუფლდეს, გამოსავალი ამნისტიის კანონია.

„კატეგორიულად ვემიჯნები და ვგმობ ყველანაირ მცდელობას ნიკა მელიაზე გადაიტანონ პასუხისმგებლობა ამნისტიის კანონთან დაკავშირებით. ამნისტიის კანონის მიღებაზე პასუხს ვაგებთ ის პოლიტიკური ძალები, ვინც ხელი მოვაწერეთ შარლ მიშელის დოკუმენტს. შესაბამისად, მე ვაპირებ ჩემი ვალდებულება შევასრულო და ნიკა მელია გათავისუფლდეს ამნისტიის კანონით. გარდა ამისა ამნისტიის კანონის მიღებამდე ვაკეთებთ ყველაფერს, რათა შევძლოთ მისი უფრო ადრე გათავისუფლება, ვიდრე ამნისტიის კანონი იქნება მიღებული. მაგრამ აქ მხოლოდ ჩვენზე არაა დამოკიდებული, ეს ნაბიჯი დამოკიდებულია „ქართულ ოცნებაზე“.

გირაო არ არის ალტერნატივა ამნიტიის კანონის. ჩვენი დასავლელი პარტნიორების პირდაპირი გზავნილი იყო, რომ ნიკა მელიას და პროტესტში მონაწილე სხვა ადამიანების საქმე უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ და ამის ერთადერთი გზა არის ამნისტიის კანონი, რადგან ევროკავშირს გირაო რომც გადაეხადა, ნიშნავდა, რომ მელია გამოვიდოდა საპატიმრო დაწესებულებიდან, მაგრამ შეიძლება მერე ისევ შეებრუნებინა „ქართულ ოცნებას“,- განაცხადა ვაშაძემ.

რაც შეეხება „ლელოს“ ინიციატივას, რომ ნიკა მელია ევროპარლამენტარების თავდებობით გათავისუფლდეს, ვაშაძე ამბობს, რომ ეს შეთანმხების ნაწილი არაა.

„ეს არ არის შეთანხმების ნაწილი, მაგრამ მეც პირადად ვმუშაობ ყველანაირად იმისთვის, რომ ეს და ნებისმიერი სხვა მექანიზმი შეთანხმების ფარგლებს გარეთ იქნას გამოყენებული, რომ ნიკა მელია სწარაფად გათავისუფლდეს. მაგრამ ზუსტად ვიცი ვადა, როდესაც ნიკა მელია საბოლოოდ გათავისუფლდება. ეს არის ამნისტიის კანონის მიღება. ამნისტიის კანონზე პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენ და არა ნიკა მელია და ნურავინ აკისრებს პასუხისმგებლობას ნიკა მელიას ამ კანონთან დაკავშირებით. პარტნიორებმა პირდაპირ გვითხრეს, არ გვინდა ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან თქვენთან კიდევ ერთხელ ჩამოსვლა იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დავიწყოთ ნიკა მელიას გათავისუფლებისთვის მოლაპარაკებები”,- განაცხადა ვაშაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს