თბილისი ერთი წლით წიგნის მსოფლიო დედაქალაქი გახდა

წიგნისა და საავტორო უფლებების დღეს თბილისი ერთი წლით წიგნის მსოფლიო დედაქალაქი გახდა.პროექტის გახსნის ღონისძიებაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ წიგნის დედაქალაქის სტატუსი კუალა ლუმპურის დელეგაციისგან გადაიბარა. პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას. ღონისძიებას დაესწრნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, პარტნიორი ორგანიზაციები, გამომცემლობების წარმომადგენლები და მწერლები.

„წიგნის მსოფლიო დედაქალაქი" ფართომასშტაბიანი პროექტია, რომელიც 2001 წელს, იუნესკოს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით დაარსდა. პირველი დედაქალაქი მადრიდი იყო, შარშან კი წიგნის დედაქალაქი კუალა ლუმპური გახდა.

„რეალურად, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ლიტერატურული ღონისძიება, რაც დამოუკიდებლობის პერიოდში საქართველოში ჩატარებულა, ალბათ, ფრანკფურტის ფესტივალის მასშტაბის. საქართველო ძალიან მკაფიოდ და განსაკუთრებით, თბილისი მსოფლიოს ლიტერატურულ რუკაზე მოინიშნება და დღეიდან, ერთი წლის განმავლობაში, ეს აქტიურობა განმსაზღვრელი იქნება. რეალურად, მსოფლიოს დედაქალაქად ყოფნა არ არის ნომინალური სტატუსი, ეს გულისხმობს უამრავი ლიტერატურული აგენტის ჩამოსვლას, გამომცემლობების წარმომადგენლების ჩამოსვლას, მათ შორის მწერლების კონტაქტს, პანდემიის გათვალისწინებით ონლაინ კონტაქტი იგულისხმება, მაგრამ ფოკუსირება იქნება თბილისზე, ქართველ ავტორებზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.

იუნესკო-ს პროექტი „თბილისი-წიგნის მსოფლიო დედაქალაქი" თბილისის მერიის ინიციატივითა და „საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით ხორციელდება.

იხილეთ ვიდეო:თბილისი ერთი წლით წიგნის მსოფლიო დედაქალაქი გახდა

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა