ახალგაზრდობის სააგენტოს „განვითარების ფონდის” მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, პირველად, ახალგაზრდული ორგანიზაციების მდგომარეობის კვლევა ჩატარდა

საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭომ, ახალგაზრდობის სააგენტოს „განვითარების ფონდის“ მიერ, ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერების მიზნით, 2020 წელს დაფინანსებული პროექტის „ახალგაზრდობა მნიშვნელოვანიას“ ფარგლებში ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდობის სააგენტო ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ღონისძიებას საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის ეფექტური ფუნქციონირებისთვის, უმნიშვნელოვანესია ძლიერი ახალგაზრდული ორგანიზაციების არსებობა. კვლევის შედეგებით დაინტერესებულ მხარეებს, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სამთავრობო უწყებებს არსებული სიტუაციის გაანალიზებაში, გამოწვევებისა და პრობლემების იდენტიფიცირებაში და სამომავლოდ უკეთესი გარემოს შექმნაში დაეხმარება. სადაც ახალგაზრდულ ორგანიზაციებს მდგრადი სისტემა და განვითარების ხელშეწყობა ექნებათ.

კვლევის ფოკუსს წარმოადგენდა - საქართველოში რეგისტრირებული ახალგაზრდული ორგანიზაციების არსებული რესურსების, სტრუქტურისა და მუშაობის სისტემის მოკვლევა. ასევე, გამოწვევებისა და საჭიროებების იდენტიფიცირება, მათი შემდგომი გაძლიერების მიზნით. კვლევის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით 76 ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელი გამოიკითხა. ასევე, 15 სიღრმისეული ინტერვიუ ჩატარდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა