ცესკო-ს თავმჯდომარის განკარგულებით, „გირჩის“ საარჩევნო სია ჩაიხსნა და სიაში ალექსანდრე რაქვიაშვილი, ჰერმან საბო და ლევან ჯგერენაია დარჩნენ

ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განკარგულებით, პარტია „გირჩის“ საარჩევნო სია ჩაიხსნა. ჟვანიას მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდა და სია ჩაიხსნა პარლამენტის წევრობის კანდიდატების მე-8 ნომრიდან, 129-ის ჩათვლით. „გირჩის“ სიაში დარჩნენ ალექსანდრე რაქვიაშვილი, ჰერმან საბო და ლევან ჯგერენაია.

ცნობისთვის, „გირჩის“ გადაწყვეტილება პარტიული სიის ჩახსნის შესახებ ალექსანდრე რაქვიაშვილისთვის სადეპუტატო მანდატის მინიჭებას უკავშირდება. ამის შემდეგ, პარლამენტის წევრობაზე უარს იტყვის „გირჩის“ სიით პარლამენტში შესული ქალი დეპუტატი - სალომე მუჯირი, რომლის ადგილსაც პარლამენტში ალექსანდრე რაქვიაშვილი დაიკავებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო