ნათია თურნავა - პრემიერ-მინისტრი ეტაპობრივად შეხვდება ყველა ბიზნესინდუსტრიას და ყველა დარგს

ტურიზმის ინდუსტრიასთან, მათ ცალკეულ წარმომადგენლებთან, ცალკეულ ასოციაციებთან კომუნიკაცია არასოდეს შენელებულა და პრემიერ-მინისტრი მაისში პირადად აპირებს ეტაპობრივად შეხვდეს ყველა ბიზნესინდუსტრიას, ყველა დარგს და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება ტურიზმი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, ტურიზმის ინდუსტრია კვლავაც რჩება ყურადღების ცენტრში და ყველაფერი გაკეთდება, რომ ამ ინდუსტრიის შეზღუდვის გარეშე „მაქსიმალურად გავიდეთ ფონს“.

„როგორც იცით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება, ჩვენი ხედვაა, რომ პანდემიის მიუხედავად ყველაფერს გავაკეთებთ, ლოკდაუნის გარეშე, მკაცრი შეზღუდვებისა და ბიზნესის დახურვის გარეშე, მათ შორის ტურისტული ინდუსტრიის შეზღუდვის გარეშე მაქსიმალურად გავიდეთ ფონს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

ამასთან, თურნავამ აღნიშნა, რომ ტურიზმის ინდუსტრიის აღდგენა და პარალელურად, პანდემიასთან ბრძოლა მარტივი ამოცანა არ არის.

მინისტრის განცხადებით, ტურიზმი არის ის სფერო, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა პანდემიის გამო და სწორედ ამიტომ ეს არის სფერო, რომელსაც მთავრობა სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებით ყველაზე მეტად დაეხმარა და ეხმარება.

„მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის დიდი ნაწილი 2020-2021 წელს მიმართულია სწორედ ტურიზმის ინდუსტრიისკენ - ეს არის საგადასახადო შეღავათები, ეს არის სპეციალური პროგრამები, მათ შორის პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ახალი კომპონენტები, რაც ჩვენ შევქმენით, ასევე ბევრი სხვა სახის ხელშეწყობა", - განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, კორონავირუსის პანდემიის მესამე ტალღის ეტაპზე ვართ, ქვეყანაში მაინც გაიხსნა საერთაშორისო ფრენები, რასაც თანდათან მოჰყვა ტურისტული ინდუსტრიის აღდგენა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა