არჩილ თალაკვაძე - გუშინ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ, წინა თვეებში გაკეთებული მცდარი და უსაფუძვლო განცხადება, თითქოს ჩემი ძმა რაიმე შემხებლობაშია მასთან

„გუშინ ტელეკომპანია „ტვ პირველის" ეთერში, კიდევ ერთხელ მოვისმინეთ მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ, წინა თვეებში გაკეთებული მცდარი და უსაფუძვლო განცხადება, თითქოს ჩემი ძმა რაიმე შემხებლობაშია მასთან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პიროვნება, რომელსაც მალხაზ მაჩალიკაშვილი მედიასთან საჯაროდ ასახელებს, არც მისი ძმაა, არც ოჯახის წევრი და არც ნათესავი.

„სახელიც კი არასწორად არის ნახსენები, რადგან ჩემი ძმის სახელია არა გელა, არამედ ავთანდილი.

მედიასაშუალებებს, რომელთაც მისი განცხადება გადაუმოწმებლად გაავრცელეს, ვთხოვ, შემდეგი შესაძლებლობისთანავე ამ დეზინფორმაციას ნათელი მოჰფინონ",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა