საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭომ ახალგაზრდული ორგანიზაციების საჭიროებების კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა

საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭომ ახალგაზრდული ორგანიზაციების საჭიროებების კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭომ მათი პროექტის „ახალგაზრდობა მნიშვნელოვანიას“ ფარგლებში საქართველოში რეგისტრირებული ახალგაზრდული ორგანიზაციების კვლევა განახორციელა, რომლის ფოკუსს წარმოადგენდა საქართველოში რეგისტრირებული ახალგაზრდული ორგანიზაციების არსებული რესურსების, სტრუქტურისა და მუშაობის სისტემის მოკვლევა და მათი გამოწვევებისა და საჭიროებების იდენტიფიცირება.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის ნინო წულაიას განცხადებით, კვლევის შედეგები დაინტერესებულ მხარეებს არსებული სიტუაციების გაანალიზებაში, გამოწვევებისა და პრობლემების იდენტიფიცირებაში დაეხმარება.

„გამომდინარე იქიდან, რომ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს მნიშვნელოვანი როლი და ფუნქცია აკისრიათ, აუცილებელია ახალგაზრდული ორგანიზაციების შესაძლებლობებისა და საჭიროებების შესწავლა. სწორედ ამ მიზნით, ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის, „ახალგაზრდობა მნიშვნელოვანიას“ ფარგლებში, განვახორციელეთ საქართველოში რეგისტრირებული ახალგაზრდული ორგანიზაციების საჭიროებების კვლევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტია, ვინაიდან, ასეთი ტიპის კვლევა საქართველოში აქამდე არ ჩატარებულა. კვლევის შედეგები დაინტერესებულ მხარეებს დაეხმარება, არსებული სიტუაციის გაანალიზებაში, გამოწვევებისა და პრობლემების იდენტიფიცირებაში და სამომავლოდ უკეთესი გარემოს შექმნაში, სადაც ახალგაზრდულ ორგანიზაციებს ექნებათ მდგრადი სისტემა და განვითარების ხელშეწყობა”, - განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ნინო წულაიამ.

ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭო ცნობით, კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 76 ახალგაზრდული ორგანიზაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით და ჩატარდა 15 სიღრმისეული ინტერვიუ.

„კვლევის შედეგად გამოვლინდა ის პრობლემები და გამოწვევები, რაც ამ სფეროში ახალგაზრდული ორგანიზაციების წინაშე არსებობს, კერძოდ: ახალგაზრდული ორგანიზაციების მდგრადობა, ფინანსურ რესურსებთან დაკავშირებული გამოწვევები, ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებული გამოწვევები, კომპეტენციების ნაკლებობა, ორგანიზაციული განვითარება, სამუშაო სივრცის პრობლემა, ახალგაზრდული პოლიტიკა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები, ახალგაზრდული მუშაკის პროფესიის არარსებობა, საზოგადოების ცნობიერების დაბალი დონე ახალგაზრდული საქმიანობის და ახალგაზრდული ორგანიზაციების მიმართ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა