შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

სამართალდამცავებმა „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მყოფი პირების მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ბალდებულმა 6 თანამზრახველთან ერთად, რომლებიც პატიმრობაში იმყოფებიან, ჯგუფური ძალადობა განახორციელეს, ასევე ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს და დააზიანეს ავტომანქანა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული, ე.ა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბათუმში დააკავეს.

დანაშაული 4 - დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა და ამჟამად პატიმრობაში მყოფმა მისმა 6-მა თანამზრახველმა 2021 წლის 12 აპრილს, ქალაქ ქუთაისში, გუმათჰესის დასახლებაში, ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ყოფნისას, ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს, ასევე, დააზიანეს ერთ-ერთი დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანა.

ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტზე ე.ა.-ს მიმართ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარეობს”, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს