ლევან კობერიძე - „ლელოზე“ გული მწყდება, ისინი, ფაქტობრივად, „ნაციონალური მოძრაობის“ მძევლები გახდნენ

„ლელოზე“ გული მწყდება, ისინი, ფაქტობრივად, მძევლები გახდნენ „ნაციონალური მოძრაობის“, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ასევე „ლელოს“ ყოფილმა წევრმა ლევან კობერიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც კობერიძე აღნიშნავს, „ლელოსთან“ ერთად იმიტომ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, რომ მათი მთავარი მისია იყო არც „ქართული ოცნება“ და არც „ნაციონალური მოძრაობა“.

„ლელოზე“ გული მწყდება. რატომაც მივიღე მათთან ერთად არჩევნებში მონაწილეობა, შეთანხმებული ვიყავით, რომ მთავარი მისია იყო არც „ნაციონალური მოძრაობა“, არც „ქართული ოცნება“ და ახალი ალტერნატივის შეთავაზება საზოგადოებისთვის. შემდეგ პროცესები რაც წარიმართა, ვხედავ, რომ ისინი ფაქტობრივად, მძევლები გახდნენ „ნაციონალური მოძრაობის“. „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერ დავუკარგავ იმას, რომ პოლიტიკაში ძალიან გამოცდილები არიან, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მათთვის სათავისოდ სწორი ნაბიჯები გადადგა, მელიას დაჭერით დამთავრებული.

აქ გაიყო ჩვენი გზები. ჩემთვის მიუღებელი იყო ეს ყველაფერი, რომ აღმოვჩენილიყავი ერთ-ერთ პოლუსში ისევ, ან „ქართულ ოცნებასთან“ ან მეორე უკიდურესობა ჩემთვის მიუღებელი „ნაციონალური მოძრაობა“. „ლელოსთვის“ ეს პრობლემა არ აღმოჩნდა და ამიტომაც არის ახლა ცუდ დღეში, მათ თან უნდათ თქვან, რომ კარგი ტიპები არიან და მელია ციხეში არ მიუტოვებიათ, თან დოკუმენტზე ხელი მოაწერეს, თან ბრიუსელში წავიდნენ და არ ვიცი იქ რას ლაპარაკობენ. ბოდიში, მაგრამ პოლიტიკაში ყველაფერი ერთად, ისევე როგორც ცხოვრებაში, არ გამოდის“, - განაცხადა კობერიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს