კახა კალაძე ვაკის საფეხბურთო ცენტრის გახსნის ღონისძიებას დაესწრო

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვაკის საფეხბურთო ცენტრის გახსნის ღონისძიებას დაესწრო და შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა.

კალაძის განცხადებით, მსგავსი პროექტები სპორტის სფეროში ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერისკენ მიმართული მნიშვნელოვანი ნაბიჯებია.

"საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უეფა-ს მხარდაჭერით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. ასევე, მნიშვნელოვანი იყო, როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ისე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერაც. ანალოგიური პროექტები ჩვენ სამგორის, ვარკეთილის და გლდანის რაიონებშიც განვახორციელეთ და ამით არ შემოვიფარგლებით. მომდევნო ორი პროექტი უნდა განხორციელდეს დიდ დიღომში და ნუცუბიძეზე. პროექტები უახლოეს მომავალში დასრულდება. ჩვენ ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა გვყავს და ეს ინფრასტრუქტურა მისცემს მათ შესაძლებლობას, რომ თავიანთი ნიჭი სწორად გამოიყენონ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახალი საფეხბურთო ცენტრი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და უეფა-ს Hat-Trick-ის პროგრამის დაფინანსებით აშენდა.

მათივე ცნობით, აღნიშნული ტერიტორია ფედერაციას 2019 წლის დეკემბერში სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნული სააგენტოსგან გადმოეცა. გადმოცემის პროცესს მხარს უჭერდა საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო