ნუგზარ წიკლაური - ევროპარლამენტარების თავდებობაზე პრობლემა არ გვაქვს - გირაოს გადახდა ნიკა მელიას თანხმობით ვერ მოხდება - არ ვაპირებთ ამნისტიაზე ხელმოწერას, რომელიც ჯალათების ინდულგენციას ითვალისწინებს

ზოგიერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ჩვენთან და ნიკა მელიასთან კონსულტაციების გარეშე გადაწყვიტა, გადაედგათ რაღაც პოლიტიკური ნაბიჯი, ამიტომ ახლა იხდიან ისინი იმ ფასს, რაც ასეთი ნაბიჯების გადადგმას მოჰყვება ხოლმე, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა ნუგზარ წიკლაურმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც წიკლაურმა აღნიშნა, მათ ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხში ევროპარლამენტარების თავდებობასთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვთ.

„არანაირი პრობლემა თავდებობასთან დაკავშირებით ჩვენ არ გვაქვს, პირიქით, მადლიერები ვართ ყველასი, ყველა იმ ევროპარლამენტარის, თუ ევროპელი პოლიტიკოსის, რომელიც თვლის, რომ ასეთი მაღალი ნდობით უნდა გამოვიდეს ნიკა მელიას მიმართ. ეს პარალელურად დადასტურებაა კიდევ ერთხელ, რომ ეს საქმე წმინდა წყლის პოლიტიკური შინარსისაა და არავითარი კავშირი სამართლებრივ პროცესთან არ აქვს. ჩვენ ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავთ ამ თავდებობაში, მაგრამ აქ არის ერთი მთავარი მომენტი - არავითარ შემთხვევაში, არანაირი გირაოს გადახდა ნიკა მელიას თანხმობით ვერ მოხდება, ეს გირაო ტყვეთა სყიდვის პოლიტიკური ხარკია, რომლის გადახდაც ნიკა მელიას პერსონალურად და ქართულ საზოგადოებას დააკისრეს.

არ ვაპირებთ იმ ამნისტიაზე ხელის მოწერას, რომელიც „გავრილოვის ღამის“ ჯალათების ინდულგენციას ითვალისწინებს. როგორც აღმოჩნდა, ზოგიერთმა პოლიტიკურმა პარტია ჩვენთან და ნიკა მელიასთან კონსულტაციების გარეშე გადაწყვიტა, გადაედგათ რაღაც პოლიტიკური ნაბიჯი, ამიტომ ახლა იხდიან ისინი იმ ფასს, რაც ასეთი ნაბიჯების გადადგმას მოჰყვება ხოლმე“, - განაცხადა წიკლაურმა.

მან შეთანხმების დოკუმენტზე ყოფილი თანაგუნდელის, სალომე სამადაშვილის ხელმოწერასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „ეს იყო თავნებობა და ის არ გამოხატავდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციას“.

„მეტსაც გეტყვით და გაგიმხელთ - პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე, რომელიც თითქმის, პარალელურად იმართებოდა ამ პროცესის, ჩვენ აკაკი მინაშვილს მივანიჭეთ უფლებამოსილება, ესაუბრა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, ის გამოხატვდა პარტიის პოზიციას. რა გააკეთა სალომე სამადაშვილმა, ეს სრულიად სხვა საკითხია. ენმ-ის პოზიცია იყო ისეთი, როგორიც არის დღესაც, ეს არის მრავალი ათასი ადამიანის პოზიცია, რომელიც პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე იყო გამოხატული, ქალბატონი სალომეს პოზიცია არის ის, როგორიც აქვს, მან მოაწერა ხელი იმას, რასაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არ უჭერს მხარს. პოლიტიკურმა პარტიებმაც, რომლებმაც ამას ხელი მოაწერეს, თავიანთი პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადონ. „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც შემდეგ ხელმოწერილი შეთანხმებების სხვაგვარი ინტერპრეტაცია სჩვევია. ამის ძალიან მკაფიო მაგალითია გასული წლის 8 მარტის ხელშეკრულება.

გასაღები აქვს ხელისუფლებას, ხელისუფლებამ გააღო ციხის კარები, შეუშვა იქ მელია და დაკეტა, ახლა მან უნდა გააღოს“, - განაცხადა წიკლაურმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა