კახი კახიშვილი - თუ 2012 წელს საპარლამენტო არჩევნებსა და თვითმმართველობას შორის კავშირი არ იყო, ახლა რა შეიცვალა -  საერთოდ ლოგიკას აცდენილია, საიდან მოვიდა 43%, საიდან გამოიყვანეს ეს ფორმულა? - თქვენ გგონიათ ვეთანხმებოდი?

ჩემთვის ცოტა გაუგებარი იყო ის, რომ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ დოკუმენტს მოაწერა ხელი და მერე დოკუმენტი შეიცვალა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა კახი კახიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც კახიშვილი განმარტავს, აღნიშნული ფაქტი მისთვის და საზოგადოების ნაწილისთვის საწყენი იყო.

„პირადად ჩემთვის, უხერხულობის მომენტი იყო, სხვისი სახელით ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ მე ვიგრძენი უხერხულობა, თუ ვინმეს რამე ცვლილება უნდოდა, შეეძლო ამ ცვლილების შესახებ წინასწარ ეთქვა, ეს ცვლილება განხორციელდებოდა და მერე მოაწერდა „ქართული ოცნება“ ხელს და არა ისე, რომ უბრალოდ, ამაზე საუბარი არ იყო, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელებმა - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მოაწერა ხელი და ხელმოწერიდან უკვე მეორე დღეს ახალი ტექსტი გაჩნდა. ასეთი ტიპის დამოკიდებულება ჩემთვის, საქართველოს მოსახლეობის ნაწილისთვის გაუგებარი იყო და არამხოლოდ გაუგებარი, საწყენიც. თუმცა, კარგია, რომ შეთანხმება შედგა“, - განაცხადა კახიშვილმა.

ამასთან, კახიშვილი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, თუ საიდან გაჩნდა შეთანხმებაში საკითხი, რომლის თანახმად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია „ქართული ოცნება" მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს.

„თუ 2012 წელს საპარლამენტო არჩევნებსა და თვითმმართველობას შორის არანაირი კავშირი არ იყო, ახლა რა შეიცვალა, როცა საპარლამენტო არჩევნების შედეგებს რატომღაც, თვითმმართველობის არჩევნებით ვაფასებთ. საერთოდ ლოგიკას აცდენილია, საიდან მოვიდა 43%, რატომ 43 და რატომ არა 42, ან 43-ნახევარი? საიდან გამოიყვანეს ეს ფორმულა? სხვადასხვა არჩევნებია, როგორ შეიძლება შეადარო ერთმანეთს და იმსჯელო. თუ თვითმმართველობაზე „ქართულმა ოცნებამ“ 45% ვერ აიღო, 43-ის შემთხვევაში, საპარლამენტო უმრავლესობა მიდის, 45%-ის შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილიც მიდის, მივაყოლოთ ყველაფერი მაშინ, ეს რა ფორმულაა საერთოდ?! ერთი არის საკანონმდებლო ორგანო და მეორე თავისი არსით განსხვავებული - თვითმმართველობა, რომელიც თვითმმართველ ერთეულებს ემსახურება. თქვენ გგონიათ ვეთანხმებოდი? ამას როგორც ერთი ადამიანი განვმარტავ, მაგრამ სხვა გამოსავალი არ იყო, როგორც ჩანს, არ იყო, რადგან მოლაპარაკებებში მონაწილეობა არ მიმიღია. საწყენია, რომ აქამდე - უაზრო შედარებებამდე მივიდა. ჩემთვის, ეს გაუგებარია, როგორც საარჩევნო სპეციალისტისთვის, როგორც იურისტისთვის, როგორც დეპუტატისთვის, როგორც ადამიანისთვის და ამ ქვეყნის მოქალაქისთვის. თუმცა, ეს კრიზისი რომ განმუხტულიყო, კი ბატონო, მაგრამ თავისი ლოგიკით, უაზრობაა“, - განაცხადა კახიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა