Bloomberg - ბაიდენმა ერდოღანს განუცხადა, რომ ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა მასობრივ მკვლელობას გენოციდს უწოდებს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თურქ კოლეგას, რეჯეფ თაიფ ერდოღანს სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ აპირებს პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა მასობრივი მკვლელობა გენოციდად აღიაროს, - ინფორმაციას გამოცემა Bloomberg იმ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებსაც საუბრის შესახებ ინფორმაცია აქვთ.

თეთრმა სახლმა ორი ქვეყნის ლიდერს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ მხოლოდ მშრალი ინფორმაცია გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ბაიდენმა მისი ინტერესი გამოხატა კონსტრუქციული ორმხრივი ურთიერთობების შესახებ და უთანხმოების ეფექტური მართვის საკითხებში. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ორმხრივი შეხვედრა ნატოს სამიტის ფარგლებში, ივნისში გაიმართება, რათა ორმხრივი და რეგიონული საკითხების სრული სპექტრი განიხილონ. შესაბამისად, თეთრმა სახლმა განცხადებაში ეს საკითხი არ ახსენა.

Bloomberg კი წერს, რომ მოსალოდნელია, ბაიდენმა სიტყვა „გენოციდი“ შაბათს, მსხვერპლთა მოხსენიების დღეს, განცხადებისას გამოიყენოს.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები