საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს ფორუმში ჯანდაცვის სექტორის კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას

საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ და ჩეხეთის ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე მარტინა ტაუბეროვამ ონლაინ შეხვედრაზე განიხილეს, რომელსაც ორი ქვეყნის სხვადასხვა სამთავრობო უწყების წარმომადგენლები და დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაზე გენადი არველაძემ მადლობა გადაუხადა ჩეხეთის მხარის წარმომადგენელს კოვიდ 19 - ის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში აღმოჩენილი დახმარებისთვის. მისი თქმით, ასევე, საგულისხმოა ჩეხეთის მხარდაჭერა პოსტკოვიდური გამოწვევების დაძლევის მიმართულებით.

აღინიშნა, რომ პანდემია უკვე აისახა ნეგატიურად ორი ქვეყნის სავაჭრო ბრუნვაზე.

შედეგად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ წაახალისონ ექსპორტიორი კომპანიები, რათა მათ უფრო აქტიურად და წარმატებით შეძლონ ერთმანეთის ბაზრებზე შესვლა. ამ მიზნით, გადაწყდა ორივე ქვეყანაში სავაჭრო მისიების ორგანიზება და ბიზნეს ფორუმების მოწყობა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიმდინარე წლის მაისის ბოლოს საქართველოში ჩეხეთის საელჩოს ორგანიზებით ჩვენს ქვეყანას ეწვევა ჯანდაცვის სფეროში მომუშავე კომპანიების დელეგაცია. ვიზიტის დროს დაგეგმილია ადგილობრივ ბიზნესთან შეხვედრები, რომლის დროსაც განხილული იქნება როგორც საქართველოს ჯანდაცვის სფეროში ჩეხეთიდან ინვესტიციების განხორციელების, ასევე ერთობლივი ქართულ-ჩეხური კომპანიების ჩამოყალიბების პერსპექტივები.

გენადი არველაძის განცხადებით, ჩეხეთი საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორი ქვეყანაა, ჯანდაცვის სექტორში თანამშრომლობა ახალ ეტაპზე აიყვანს ორი ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობებს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიესალმა ფორუმის ჩატარებას და იმედი გამოთქვა, რომ მაისში ორი ქვეყნის ბიზნესმენები შეძლებენ, ერთმანეთისთვის საინტერესო ბიზნეს იდეებისა და პროექტების შეთავაზებას.

შეხვედრაზე, ასევე, გამახვილდა ყურადღება ტურიზმის სფეროში თანამშრომლობაზე. აღინიშნა ის პოზიტიური დინამიკა, რომელიც ამ სექტორში ქვეყნებს შორის არსებობს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პირდაპირ ფრენებზე საქართველოსა და ჩეხეთს შორის, რომელიც განსაკუთრებით უწყობს ხელს ტურისტების ზრდის დინამიკას.

შეხვედრაზე მხარეები, ასევე შეთანხმდნენ, რომ შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, საქართველოში ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მორიგი სხდომა ჩატარდეს, რომლის დროსაც განხილული იქნება პრიორიტეტული ეკონომიკური საკითხები.

ბოლოს კომისიის სხდომა 2019 წელს ჩეხეთში გაიმართა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა