ისრაელმა ღაზას სექტორში საპასუხო სარაკეტო თავდასხმა განახორციელა

ისრაელმა ღაზას სექტორში საპასუხო სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. ისრაელის არმიის განცხადებით, რაკეტების სამიზნეს ჰამასის მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა და სარაკეტო მოწყობილობები იყო.

გამოცემა Times of Israel-ის ინფორმაციით, მანამდე პალესტინის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით მინიმუმ 20 რაკეტა ისროლეს. ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ რაკეტების ნაწილი მანამდე აფეთქდა, სანამ ისრაელის ტერიტორიამდე მიაღწევდა, ნაწილი კი ქვეყნის საჰაერო თავდაცვამ მოიგერია.

გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის სამხრეთ ნაწილში გამაფრთხილებელი სირენები ჩაირთო და მოსახლეობამ სპეციალურ თავშესაფრებს შეაფარა თავი. Associated Press- ის ინფორმაციით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ჰამასს“ არ აუღია, მაგრამ მცირე დაჯგუფებამ, რომელიც მემარცხენე „პალესტინის განთავისუფლების სახალხო ფრონტთან“ არის დაკავშირებული, განაცხადა, რომ რაკეტების ნაწილი მათ ისროლეს. აღსანიშნავია, რომ სარაკეტო თავდასხმების შედეგად არცერთ მხარეს არავინ დაშავებულა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს