თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ღია კარის დღე ჩატარდება

24 აპრილს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი აბიტურიენტებისთვის მართავს „ღია კარის დღეს“, რომელიც დისტანციურად, ონლაინ-პლატფორმა Zoom-ით ჩატარდება.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, თსსუ-ის რექტორი და ფაკულტეტების დეკანები წარადგენენ დეტალურ ინფორმაციას უნივერსიტეტში არსებულ საბაკალავრო და ერთსაფეხურიან პროგრამებზე, ჩარიცხვის მოთხოვნებსა და საჭირო პროცედურებზე.

ასევე, წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია უნივერსიტეტში მიმდინარე აკადემიურ პროცესთან, საერთაშორისო ურთიერთობებსა და სტუდენტურ ცხოვრებასთან დაკავშირებით.

„აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ, წინასწარ გამოაგზავნონ კითხვები ელექტრონულ ფოსტაზე ask@tsmu.edu, ან ღია კარის დღის მსვლელობისას კომენტარის სახით დატოვონ ისინი და პირდაპირი ეთერის რეჟიმში მიიღონ ამომწურავი პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით“, - აცხადებენ უნივერსიტეტში.

„ღია კარის დღე“ 24 აპრილს, 13:00 საათზე დაიწყება. ღონისძიებაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია: https://forms.gle/XsgBq5VeNWoXE3a76

„მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია“ , - ნათქვამია თსსუ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა