სასკოლო კონკურსის „ეკოგმირი” გამარჯვებულები გამოვლინდნენ

დედამიწის დღესთან დაკავშირებით, „მზიურის პარკში“, პროექტის “დავიცვათ საქართველოს სისუფთავე” ფარგლებში ჩატარებული სასკოლო კონკურსის „ეკოგმირი“ და გარემოსდაცვით საკითხებზე შექმნილი ესეების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული კონკურსების მიზანია, რაც შეიძლება მეტი ყურაღება დაეთმოს გარემოსდაცვით საკითხებს, წახალისდნენ როგორც მოსწავლეები, ისე მასწავლებლები აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში. დაჯილდოების ცერემონია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა გახსნა.

სამინისტროს ცნობით, პირველ ადგილზე ქ.თბილისის #120 საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეების ჯგუფი- „ნორჩი ეკოლოგები“ გავიდნენ.

“ყოველი დღე უნდა იყოს დედამიწის დღე, ვინაიდან გარემოზე ზრუნვა, ბიომრავალფეროვნებაზე ზრუნვა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ამ მიმართულებით, არის ჩვენი მთავარი ამოცანა. ასეთი ნაბიჯებით ჩვენ შევძლებთ, საზოგადოება ჩავრთოთ ამ პროცესებში. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ნარჩენების მართვის, ცირკულარული ეკონომიკის გაძლიერების მიმართულებით. 2021 წლის დედამიწის დღის მთავარი თემაა „აღვადგინოთ ჩვენი დედამიწა”. აუცილებელია, ყველამ საკუთარი წვლილი შეიტანოს მის დაცვაში. ესაა დღე, როდესაც მთელი მსოფლიო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს დედამიწის, როგორც ჩვენი საერთო სახლის მნიშვნელობას“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, ფოტოგრაფ ლევან ქაშიბაძის პროექტის „PHOTO SMOG” პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც აერთიანებს სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი ფოტოების სერიას და ინსტალაციას გარემოს დაბინძურების და ნარჩენების თემაზე.

პროექტი შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, ორგანიზაციის “დავიცვათ საქართველოს სისუფთავე” მიერ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ხორციელდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო