ვიოლა ფონ კრამონი სალომე სამადაშვილზე - ნამდვილი გმირი, ის მხარდაჭერას იმსახურებს ყველასგან, ვისაც სურს საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი დაძლიოს

„მსურს გამოვხატო პატივისცემა სალომე სამადაშვილის მიმართ, რომ მან გამოიჩინა გამბედაობა ხელი მოეწერა დოკუმენტზე თავისი ყოფილი პარტიის მხარდაჭერის გარეშეც კი,- ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს და

შარლ მიშელის დოკუმენტზე სალომე სამადაშვილის ხელმოწერას აფასებს.

„ნამდვილი გმირი. სამადაშვილი იმსახურებს მხარდაჭერას ყველასგან, ვისაც სურს დაძლიოს საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი და საბოლოოდ დააბრუნოს ქვეყანა კონსტრუქციულ ევროატლანტიკურ გზაზე. დიდი მადლობა ამ პოლიტიკოსებს," - წერს კრამონი.

ცნობისთვის, შარლ მიშელის დოკუმენტზე - „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელისუფლებასა და ოპოზიური პარტიების ნაწილს შორის შეთანხმება 19 აპრილს შედგა. დოკუმენტზე ინდივიდუალური ხელმოწერა დააფიქსირა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა