აგვისტოს ომის გმირის ვახტანგ გზირიშვილის ბიოგრაფიაზე დაყრდნობით შექმნილი წიგნის - „არ დაიდარდო დედაო“  პრეზენტაცია გაიმართა

რუსთავის ისტორიულ მუზეუმში, აგვისტოს ომის გმირის, ვახტანგ გზირიშვილის დაბადების დღეს, მის ბიოგრაფიაზე დაყრდნობით შექმნილი წიგნის - „არ დაიდარდო დედაო“ პრეზენტაცია და მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, პრეზენტაციას, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაური გიორგი მათიაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაია, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე, ვახტანგ გზირიშვილის თანამებრძოლები, დედა და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

„ჩვენი თანამედროვეობის ერთ-ერთ გმირს ვახტანგ გზირიშვილს, დღეს 33 წელი შეუსრულდებოდა. ნამდვილად საამაყოა, ის რომ ჩვენს ქალაქს და ჩვენს ქვეყანას ისეთი გმირები ჰყავს, როგორიც ვახტანგ გზირიშვილია. ჩვენ გვახსოვს და არასდროს ვივიწყებთ ჩვენს გმირებს, დღევანდელი საღამოც ემსახურებოდა სწორედ იმას თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს ჩვენი ქვეყნისთვის და რაოდენ დასაფასებელია მის სადარაჯოზე დგომა. მადლობა თავდაცვის სამინისტროს, გამარჯვება და ძლიერება ჩვენს ქართულ ჯარს“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

როგორც რუსთავის მერიაში აცხადებენ, მუზეუმის საექსპოზიციო სივრცეში, ვახტანგ გზირიშვილის ფოტოებისა და ნივთების გამოფენა მოეწყო. ღონისძიება, ანსამბლ ,,ფიროსმანის“ მიერ შესრულებული ქართული საგალობლით გაიხსნა.

შეკრებილ საზოგადოებას, სიტყვით ვახტანგ გზირიშვილის დედამ მარინა გზირიშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა გიორგი მათიაშვილმა, რუსთავის მერმა ირკალი ტაბაღუამ მიმართეს.

„დღეს ვახტანგის დაბადებიდან 33-ე წლისთავია. რუსთავის მერიის ორგანიზებით გამართულ საღამოზე ჩემი ვახტანგი კიდევ ერთხელ გაიხსენეს მისმა მეგობრებმა, კლასელებმა, თანამებრძოლებმა, მისმა ქალაქმა და თავდაცვის სამინისტრომ. რუსთავის ისტორიულ მუზეუმში გაიმართა ვახოს ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება და წიგნის ,,არ დაიდარდო დედაო" პრეზენტაცია. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ საღამოს დაესწრო“, - განაცხადა მარინა გზირიშვილმა.

მან სტუმრებს წიგნი - „არ დაიდარდო დედაო“ საჩუქრად გადასცა.

„2008 წლის აგვისტოს ომის გმირი, კაპრალი ვახტანგ გზირიშვილი მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონში მსახურობდა. ვახტანგ გზირიშვილი მეტყვიამფრქვევე იყო, ის 8 აგვისტოს, ცხინვალის შესასვლელთან, დაბომბვას ემსხვერპლა. გარდაცვალების შემდეგ, მას ვახტანგ გორგასლის სახელობის პირველი ხარისხის ორდენი მიენიჭა. ვახტანგის მამა, ბადრი გზირიშვილი აფხაზეთის ომში დაიღუპა. დედამ, მარინა გზირიშვილმა შვილის გარდაცვალების შემდეგ საქველმოქმედო ფონდი – ,,ერთიანი საქართველოსთვის 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ვახტანგ გზირიშვილისა და მისი თანამებრძოლების“ ჩამოაყალიბა. ვარკეთილში, ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესია, უშუალოდ ქალბატონი მარინას ძალისხმევით, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ბიჭების უკვდავსაყოფად აშენდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო