წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დესპანი - დღეს დიდი დღეა საქართველოსთვის და  უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 ადამიანის ოჯახისთვის, რომელმაც დაიბრუნა საყვარელი ადამიანების ნეშტი

დღეს ძალიან დიდი დღეა საქართველოსთვის და კონკრეტულად უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 ადამიანის ოჯახისთვის, რომელმაც დაიბრუნა საყვარელი ადამიანების ნეშტი 13-წლიანი დარდისა და გაურკვევლობის შემდეგ, - ამის შესახებ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დესპანმა კავკასიაში უგზო-უკვლოდ დაკარგულ ადამიანთა საკითხებში დანიელ მაქსვინმა განაცხადა.

მისივე თქმით, ის, რომ დღევანდელ ცერემონიას ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან მნიშვნელოვანი მესიჯია, რომ ხელისუფლებას ამ მიმართულებით უფრო მეტის გაკეთებული სურვილი აქვს. დანიელ მაქსვიმმა ამ მიმართულებით ხელისუფლებასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

„ჩვენ ასევე გვინდა გავიხსენოთ 2355 უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანი და ხაზი გავუსვათ მომავალ სამუშაოს, რომელიც საჭიროა მეტი ადამიანის პოვნისა და იდენტიფიცირებისთვის. ის წარმატება, რომელსაც დღეს ჩვენ ვხედავთ, უკავშირდება კავკასიაში უგზო -უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხებში საერთაშორისო კომიტეტის მუშაობას, რომელიც აერთიანებს მონაწილეებს ქართული და აფხაზური მხრიდან. ვისურვებთ, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო გაძლიერდეს და წინ წავიდეს. ხელისუფლების აქ ყოფნა დღეს არის ნიშანი იმისა, რომ მათ აქვთ სურვილი მეტი გააკეთონ და ჩვენ იმედი გვაქვს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის ამ მიმართულებით“, - განაცხადა დანიელ მაქსვინმა.

სამების საკათედრო ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული 13 პირის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ 1992- 1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული 14 პირია ამოცნობილი, რომელთაგან 13 ქართველია და 1 აფხაზი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო