20 ივნისის აქციის მონაწილეები ამნისტიის შესახებ კანონპროექტის მომზადებას აპროტესტებენ

20 ივნისის აქციის მონაწილეები, დაზარალებულად ცნობილი მოქალაქეები და მათი ოჯახის წევრები ამნისტიის შესახებ პროექტის მომზადებას აპროტესტებენ. მათი შეფასებით, პრინციპულად მიუღებელია, რომ სამშაბათს მოხდეს ამნისტიის კანონპროექტის ინიცირება, რადგან ეს არის როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი სამართლებრივი პრინციპების დარღვევა.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას 20 ივნისის აქციის მონაწილე ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, მიუღებელია რომელიმე პოლიტიკურ ძალას ჰქონდეს იმის სამართლებრივი, პოლიტიკური ან მორალური უფლება გადაწყვიტოს ისეთი საქმეები, რომელიც მათ ფუნდამენტურ უფლებებს ეხება.

,,დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ანტისაოკუპაციო აქციაზე 20 ივნისს დაზარალებული მშვიდობიანი დემონსტრანტები და მათი ოჯახის წევრები. ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია, რომ სამშაბათს მოხდეს ამნისტიის კანონპროექტის ინიცირება, რომელიც გათვალისწინებული იყო მედიაციის შედეგად შექმნილი დოკუმენტის მიხედვით. ჩვენი აზრით, ეს ამნისტიის კანონი არის როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი სამართლებრივი პრინციპების დარღვევა. ჩვენთვის მიუღებელია რომელიმე პოლიტიკურ ძალას ჰქონდეს იმის სამართლებრივი, პოლიტიკური ან მორალური უფლება, რომ გადაწყვიტოს ისეთი საქმეები, რომელიც ეხება ჩვენს ფუნდამენტურ უფლებებს.

„ქართული ოცნების” სურვილი, რომ პასუხისმგებლობას გაექცეს 20 ივნისის სისხლიან ღამეზე უნდა ასრულდეს ოპოზიციის ხელით, რაც არის ძალიან სამწუხარო. ჩვენ ვაგრძელებთ სამართლებრივ დავებს როგორც სტრასბურგში, ასევე თბილისში და გვაქვს სურვილი, რომ დამნაშავეები დაისაჯონ, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ შევეგუებით მათ ამნისტიას. მოვუწოდებთ ოპოზიციურ სპექტრს, ჩვენთან საუბრისკენ, რომ არ მიიღონ ამაში მონაწილეობა”, - აღნიშნა ირაკლი ფავლენიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, თუ 27 აპრილს ,,ქართული ოცნება” ამნისტიის კანონის ინიცირებას მოახდენს, პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტების მონაწილეობით აქცია გაიმართება.

,,თუ ამნისტიის კანონის მიღება გადაწყვიტეს, სამშაბათს ვაანონსებთ აქციას და მოვუწოდებთ ყველა სამოქალაქო ორგანიზაციას 20 ივნისს დაზარალებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს შემოგვიერთდნენ”, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა