პირები, რომლებსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში ინდოეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ, საქართველოში შემოსვლისას 14-დღიან კარანტინს გაივლიან

მთავრობის განკარგულებაში ცვლილებების მიხედვით, პირები, რომლებსაც უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში ინდოეთის რესპუბლიკაში მოგზაურობის ისტორია აქვთ, საქართველოში შემოსვლის შემთხვევაში 14-დღიან კარანტინს გაივლიან.

ამასთან, ცვლილების მიხედვით კარანტინს აღარ დაექვემდებარებიან ისინი, ვინც უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში იმყოფებოდნენ.

როგორც „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ განკარგულებაში წერია, გარდა ინდოეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე პირებისა, ევროკავშირის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებმა საქართველოს საზღვარზე კვლავ უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინონ, ხოლო საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს უზრუნველყონ საკუთარი ხარჯით PCR კვლევის ჩატარება.

განკარგულება ძალაში 23 აპრილს შევიდა.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 28 იანვარს მიღებული განკარგულების მიხედვით, აღნიშნული პირობები ვრცელდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, ისრაელის სახელმწიფოს, თურქეთის რესპუბლიკის, შვეიცარიის კონფედერაციის, ნორვეგიის სამეფოს, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს, საუდის არაბეთის სამეფოს, კატარის სახელმწიფოს, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის სამეფოს, სომხეთის რესპუბლიკის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, უკრაინის, ყაზახეთის რესპუბლიკის, უზბეკეთის რესპუბლიკის, ტაჯიკეთის რესპუბლიკის, ყირგიზეთის რესპუბლიკის, თურქმენეთის, რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის რესპუბლიკის მოქალაქეებსა და ამავე ქვეყნების ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირებზე, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან ამავე ქვეყნებიდან.

იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2021
ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
გოგა მელიქიძე - საპენსიო სააგენტო კაპიტალის ბაზარზე საგრძნობლად გააქტიურდება
როგორ გავხადოთ თქვენი ქალაქი ჭკვიანი და უსაფრთხო: გადაწყვეტილება Ekin-ისგან ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე
ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი გაიხსნა
"ბარაქამ" აგრომაღაზია და ფერმერთა მომსახურების ცენტრები გახსნა - რას სთავაზობს კომპანია ფერმერებს
"ვოლტი საქართველო" 3 წლის გახდა