ამერიკელი სენატორების რეზოლუცია - საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების გაძლიერებაში დაბრკოლებებმა შეიძლება გამოიწვიოს აშშ-ის მიერ საქართველოსთვის დახმარების გაწევაზე პირობების დაწესება

ამერიკელმა სენატორებმა რონ ჯონსონმა, ჯინ შაჰინმა და ჯიმ რიშიმ აშშ-ის სენატში წარადგინეს რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს "ქართულ ოცნებას", "გაერთიანებულ ნაციონალურ მოძრაობას" და საქართველოს პარლამენტის პარლამენტში არჩეულ სხვა პარტიებს სრულად განახორციელონ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ მიშელის მიერ 2021 წლის 18 აპრილს შეთავაზებული და 19 აპრილის ხელმოწერილი კომპრომისი.

ამასთან, რეზოლუცია პარლამენტის არჩეულ წევრებს თავიანთი ადგილების დაკავებისკენ, მთავრობას კი სისტემური რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს.

„რეზოლუცია მოუწოდებს პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს დაიკავონ თავიანთი ადგილები პარლამენტში და დაიწყონ მუშაობა შემდგომი შეფერხების გარეშე საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე, მათ შორის კოვიდ 19-ის პანდემიის შედეგებზე, დასუსტებული ეკონომიკისა და რეგიონულ დინამიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ასევე მოუწოდებს საქართველოს მთავრობას სისტემური რეფორმების დაწყებისკენ, რომელიც შემუშავებულია დაინტერესებულ მხარეებთან ინკლუზიური და გამჭვირვალე კონსულტაციების გზით, რათა უზრუნველყოს, რომ სასამართლო სისტემა იყოს მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი და არ იქნას გამოყენებული პოლიტიკური ან პარტიული მიზნებისათვის.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ რეფორმების გატარება ვენეციის კომისიისა და სხვა ექსპერტების რეკომენდაციების სრულად მიღებისა და განხორციელების გზით უნდა მოხდეს. მოუწოდებს საქართველოს მთავრობას დაიწყოს ინკლუზიურად და გამჭვირვალედ შემუშავებული სისტემური საარჩევნო რეფორმები პოლიტიკური ჩიხის გამომწვევი მიზეზების აღმოსაფხვრელად და ამგვარი კრიზისის განმეორების თავიდან ასაცილებლად. მათ შორის სრულად მიიღოს და განახორციელოს ეუთო/ოდირის რეკომენდაციები; აღიარებს, რომ საქართველოში პოლიტიკური ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა რუსეთის ფედერაციის მცდელობებით, დაეთესა ქაოსი მთელ საქართველოში, მათ შორის უკანონონ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე; გამოხატავს შეშფოთებას, რომ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების გაძლიერებაში დაბრკოლებები შეანელებს მის პროგრესს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვისა და ეკონომიკური გაძლიერებისკენ, რამაც, შეიძლება გამოიწვიოს აშშ-ის მიერ საქართველოსთვის დახმარების გაწევაზე პირობების დაწესება; რეზოლუცია ხაზს უსვამს, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოში უფრო ძლიერ დემოკრატიას, ისეთი მმართველ ინსტიტუტებს, რომლებიც აჩვენებენ მთლიანობას, კონტროლს და ბალანსს, გამჭვირვალობას, რუსული და სხვა მავნე გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობას და ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიღწევის შესაძლებლობას,“- აღნიშნულია დოკუმენტში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო