არასამთავრობო ორგანიზაციები ოპოზიციის იმ წევრებს ხვდებიან, რომლებმაც შარლ მიშელის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ოპოზიციის იმ წევრებს ხვდებიან, რომლებმაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს.

შეხვედრაზე შარლს მიშელის დოკუმენტსა და ამნისტიის კანონპროექტზე ისაუბრებენ.

„სამოქალაქო სექტორს ძალიან დიდი როლი აქვს ამ დოკუმენტის ხელმოწერაში. განსაკუთრებით შემიძლია აღვნიშნო სასამართლო რეფორმის მიმართულება, ასევე საარჩევნო რეფორმა და სხვა საკითხები. ყველა ამ თემაზე მათთან ერთად ვიმუშავებთ. ემოციურ საუბრებს, სჯობს გადავიდეთ საქმის კეთებაზე“ , - აცხადებს სტატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე.

ცნობისთვის, შარლ მიშელის დოკუმენტზე - „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელისუფლებასა და ოპოზიური პარტიების ნაწილს შორის შეთანხმება 19 აპრილს შედგა.

კერძოდ, შეთანხმების ტექსტს ოპოზიციური სპექტრიდან ხელი მოაწერეს: „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ, „ლელოს“ ლიდერებმა - ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ, „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა და „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა. ასევე დოკუმენტზე ინდივიდუალური ხელმოწერა დააფიქსირეს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა, პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა დავით ბაქრაძემ და „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძემ.

დოკუმენტს ამ ეტაპზე არ შეერთებია „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, შესაბამისად, შეთანხმების ტექსტს არ აქვს მათი ხელმოწერა. შარლ მიშელის დოკუმენტზე - „საქართველოს წინსვლის გზა“ თანხმობა დააფიქსირა „ქართულმა ოცნებამაც“.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს