ლანა გალდავა - ოკუპანტები ქარელის რაიონის სოფლებში უკანონო ბორდერიზაციის პროცესს აგრძელებენ - ოპოზიციის ჩართულობით, დეოკუპაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა უნდა შემუშავდეს

„ოკუპანტები ქარელის რაიონის სოფლებში კვლავ აგრძელებენ უკანონო ბორდერიზაციის პროცესს“, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრი ლანა გალდავა სოციალურ ქსელში წერს.

ლანა გალდავას თქმით, უნდა დასრულდეს ოკუპანტის მიმართ საქართველოს ხელისუფლების „დანაშაულებრივად კაპიტულანტური“ დამოკიდებულება.

„ ოკუპანტები ქარელის რაიონის სოფლებში კვლავ აგრძელებენ უკანონო ბორდერიზაციის პროცესს. ხის ძელები სოფელ დვანში, დირბსა და ტახტისძირთან იცვლება ხნულებით და რაც ყველაზე მეტად საგანგაშოა, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეში. ჰექტრობით სახნავ-სათესი მიწა ექცევა ოკუპირებულ ტერიტორიაზე და თუ პროცესი ასეთი სისწრაფით გაგრძელდა, საოკუპაციო-გამყოფი ხაზი ამ რაიონში, ოკუპანტების მუქარის შესაბამისად, გადმოიწევს მდინარე ფრონეზე.

მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, განსაკუთრებით კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რატომ არ ხდება საოკუპაციო-გამყოფ ხაზებთან მუდმივი პატრულირება? რატომ არ ვარქმევთ ქვეყნის მიტაცების პროცესს ყოველდღიური ოკუპაციის სახელს და ხელისუფლების წარმომადგენლებიდან რატომ არავინ ჩავიდა უკანონო ბორდერიზაციის პროცესის აღსაკვეთად? უნდა დასრულდეს ოკუპანტის მიმართ საქართველოს ხელისუფლების დანაშაულებრივად კაპიტულანტური დამოკიდებულება, რომელიც დიდი ხანია გასცდა ასევე დანაშაულებრივ არგაღიზიანების პოლიტიკას.

მოვითხოვთ, სასწრაფო წესით, ოპოზიციის ჩართულობით, შემუშავებულ იქნას ქვეყნის დეოკუპაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა!“- წერს ლანა გალდავა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო