ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, 15 მაისის აქცია არ გადადებულა, თუმცა შეიძლება ფორმა შეეცვალოს

,,ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, ოპოზიციის მიერ 15 მაისს დაგეგმილი აქცია კვლავ ძალაში რჩება. როგორც დეკანოიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, უახლოეს პერიოდში ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება, რომელზეც გაირკვევა იქნებიან თუ არა ისინი კვლავ აქტიურად ჩართული საორგანიზაციო საკითხებში.

„ჯერჯერობით 15 მაისის აქცია არ გადადებულა და ძალაშია. ჩვენ არ გვქონია კონსულტაციები სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, რომლებმაც ხელი მოაწერეს და შევიდნენ პარლამენტში. უახლოეს პერიოდში გავმართავთ მათთან შეხვედრას, რომელიც იქნება დაკავშირებული სწორედ ამ საკითხთან - იქნებიან თუ არა ისინი კვლავ აქტიურად ჩართული საორგანიზაციო საკითხებში. მე მესმის მათი დამოკიდებულება, მიიღეს გადაწყვეტილება, რომელიც მიაჩნდათ კრიზისის განმუხტვის კუთხით მნიშვნელოვნად, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, როდესაც ნიკა მელია გათავისუფლდება. წარმოუდგენელია თავმჯდომარის ციხეში ყოფნის პირობებში პარტიამ რაიმე გადაწყვეტილებაზე იმსჯელოს. ამიტომ შევხედოთ, 15 მაისის აქცია არ გადადებულა, შეიძლება ფორმა შეეცვალოს, სახელი ან სხვა, თუმცა სხვა პარტიებთან ჯერჯერობით კონსულტაციები არ გაგვიმართავს”, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო